მთავარისიახლეებიპუტინის ომმა მოიტანა ისეთი მასშტაბის სიკვდილი, რომელიც ევროპაში II მსოფლიო ომის შემდეგ...

პუტინის ომმა მოიტანა ისეთი მასშტაბის სიკვდილი, რომელიც ევროპაში II მსოფლიო ომის შემდეგ არ ყოფილა – ტრასი

Published on

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლიზ ტრასის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის გაუმართლებელი და არალეგალური შეჭრა, საფრთხეს უქმნის მსოფლიო მშვიდობასა და ეკონომიკურ სტაბილურობას.

ომის 100-ე დღისადმი მიძღვნილ განცხადებაში ტრასმა აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ნაბიჯები ცუდად გათვალა:

“ის მოელოდა, რომ შეჭრა რამდენიმე დღეში დასრულდებოდა, თუმცა სათანადოდ ვერ შეაფასა მამაცი უკრაინელების გადაწყვეტილება, რომლებიც გაბედულად იცავდნენ, თავიანთ ქვეყანას. პუტინის ომმა მოიტანა ისეთი მასშტაბის სიკვდილი და ნგრევა, რომელიც ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ყოფილა.

ამ ომს აქვს უზარმაზარი ცუდი შედეგები გლობალური მშვიდობის, კეთილდღეობისა და სასურსათო უსაფრთხოებისთვის. ეს ყველა ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია. დღეს არის მომენტი, რომ პატივი მივაგოთ ათასობით უდანაშაულო სამოქალაქო პირს, რომლებიც მოკლეს შეჭრის შემდეგ და კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი ურყევი მხარდაჭერა უკრაინის გმირული თავდაცვის მიმართ, რათა უზრუნველვყოთ მათი წარმატება და პუტინის მარცხი”, – თქვა ლიზ ტრასმა.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...