მთავარისიახლეებიოკუპანტმა უიარაღო წყვილი საკუთარ ეზოში ჩაცხრილა – ხერსონის პროკურატურა

ოკუპანტმა უიარაღო წყვილი საკუთარ ეზოში ჩაცხრილა – ხერსონის პროკურატურა

Published on

“განმათავისუფლებელთა” ხელით დაღუპულთა რიცხვი იზრდება – ამის შესახებ უკრაინის პროკურატურა წერს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ 1 ივნისს ხერსონის რაიონში რუსმა ოკუპანტმა უიარაღო წყვილი საკუთარი სახლის ეზოში ჩაცხრილა.

“გამოძიების თანახმად, 2022 წლის 1 ივნისს, სოფელ ვისოკოპილიაში, რუსეთის არმიის უცნობმა სამხედრო პირმა საკუთარ ეზოში ესროლა უიარაღო ადგილობრივ წყვილს. მამაკაცი და ქალი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობების ადგილზე გარდაიცვალა.

ეს ქმედებები ეწინააღმდეგება საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებს, რომლებიც ცალსახად კრძალავს მშვიდობიანი მოსახლეობის თავდასხმას”,- ნათქვამია განცხადებაში.

ხერსონის საოლქო პროკურატურის ცნობით, მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე ომის კანონებისა და წეს-ჩვეულებების დარღვევასთან, განზრახ მკვლელობასთან ერთად. უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 438-ე მუხლის მე-2 ნაწილი.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...