მთავარისიახლეებიუკრაინაში რუსი ოკუპანტების თავდასხმებს უკვე 261 ბავშვი ემსხვერპლა, დაშავდა 463-ზე მეტი

უკრაინაში რუსი ოკუპანტების თავდასხმებს უკვე 261 ბავშვი ემსხვერპლა, დაშავდა 463-ზე მეტი

Published on

რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად უკრაინაში უკვე 261 ბავშვია დაღუპული, 463-ზე მეტი კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონეცკის რეგიონში – 187, კიევის ოლქში – 116, ხარკოვის ოლქში – 112, ჩერნიგოვის ოლქში – 68, ლუგანსკის ოლქში – 52, ხერსონის ოლქში – 52, ნიკოლაევის ოლქში – 47, ზაპოროჟიეს ოლქში – 29, სუმის ოლქში – 17, დედაქალაქში – 16, ჟიტომირის ოლქში -15.

რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის ქალაქებისა და სოფლების მასიური დაბომბვის შედეგად დაზიანდა 1 938 სასწავლო დაწესებულება, საიდანაც 182 მთლიანად განადგურდა.

აღნიშნული მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...