მთავარისიახლეებისასწრაფოს ექიმები აქციებს 7 ივნისიდან განაახლებენ - ისინი მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ

სასწრაფოს ექიმები აქციებს 7 ივნისიდან განაახლებენ – ისინი მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ

Published on

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები აქციებს სამშაბათიდან განაახლებენ. მედიკოსები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან მსვლელობით ჯანდაცვის სამინისტროსთან მივლენ და მინისტრთან შეხვედრას კიდევ ერთხელ მოითხოვენ.

მათი მთავარი მოთხოვნა სახელფასო ანაზღაურების 100%-ით გაზრდაა.

“სამშაბათს, 7 ივნისს, 12:00 საათზე ვიკრიბებით ცენტრის ადმინისტრაციასთან, ერთ საათში გადავინაცვლებთ სამინისტროსთან სადაც გვექნება მოთხოვნა, რომ შეგვხდეს მინისტრი ან მინისტრის მოადგილე. კონკრეტულ ერთ მოთხოვნაზე გაგვცენ პასუხი – ვითხოვთ ხელფასის მომატებას 100%-ით. რასაც ვიღებდით და ინფლაციის ფონზე, ჩვენი ხელფასი არის მინიმალური”, – თქვა სასწრაფოს ექიმმა.

პროტესტს უერთდება პროფკავშირებიც.

სიახლეები

ვანო ნადირაძე თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს - ვანო ნადირაძე უკანასკნელ გზაზე ოჯახის...

პატიმრობა ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში – ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებები შედის

ქართული ოცნების პარლამენტს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებითი ცვლილებები შეაქვს. ცვლილების საბოლოოდ დამტკიცების შემთხვევაში, ადამიანს ადმინისტრაციული...

ვულოცავთ დანიას ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარედ დანიშვნას… მედი გვაქვს თქვენი ურყევი მხარდაჭერის-ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი დანიას ევროკავშირის თავმჯდომარედ დანიშვნას ულოცავს და იმედს გამოთქვამს, რომ დანია საქართველოს ევროპულ...

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს. ამის შესახებ რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე ივანიშვილის დეპუტატმა, არჩილ...