მთავარისიახლეებიმიხეილ სააკაშვილი თუ იქნება მზად, რომ ჩატარდეს გასვლითი სასამართლო სხდომები, წინააღმდეგობა არ...

მიხეილ სააკაშვილი თუ იქნება მზად, რომ ჩატარდეს გასვლითი სასამართლო სხდომები, წინააღმდეგობა არ გვაქვს – თუთბერიძე

Published on

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის კლინიკა ვივა მედში ჩატარების შესაძლებლობა მისი ადვოკატი არ გამორიცხავს, თუმცა ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტს ამის საშუალება ჯანმრთელობის მდგომარეობამ უნდა მისცეს.

სასამართლო მტკიცებულების მოკვლევის ეტაპზეა, როცა ჩვენება მესამე პრეზიდენტმა უნდა მისცეს, ამიტომ ადვოკატები არ გამორიცხავენ, რომ თუ სააკაშვილს ჯანმრთელობა შესაბამისი იქნება, პროცესი შესაძლოა კლინიკაში ჩატარდეს.

“მიხეილ სააკაშვილი თუ იქნება მზად იმისთვის რომ ჩატარდეს გასვლითი სასამართლო სხდომები, თუ მას შეეძლება ამგვარ სხდომებში მონაწილეობის მიღება და ამის სურვილი ექნება, ჩვენ რაიმე წინააღმდეგობა ამასთან დაკავშირებით არ გვაქვს. უბრალოდ, ამჟამინდელი მდგომარეობით, მიხეილ სააკაშვილისთვის ტრანსპორტირება კი არ არის მხოლოდ პრობლემა, პრობლემაა მის მიერ სასამართლო პროცესში მონაწილეობის მიღება. სწორედ ამიტომ ვერ მოხერხდება ამ ეტაპზე მათ შორის ვერც გასვლითი სხდომის ჩატარება” ამბობს ადვოკატი, შოთა თუთბერიძე.

დღევანდელი სასამართლო სხდომა ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეზე, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, 9 ივნისამდე გადაიდო.

სიახლეები

კახეთში დაჭრილი პირებიდან, ერთ-ერთი კახეთის პოლიციის თანამშრომელია

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კახეთში ორი პირის დაჭრის ფაქტზე 1999 წელს დაბადებული ნ.რ. დააკავეს....

საქართველოს საკითხებზე ევროპარლამენტში დღეს დებატები გაიმართება

ევროპარლამენტში დღეს საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება - წინასწარ ცნობილი დღის წესრიგის მიხედვით, ევროპარლამენტარები კენჭს...

მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ პოლიტიკურ კრიზისზე პასუხისმგებელი ოცნებაა – ISSA

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) ახალი კვლევის მიხედვით, საქართველოში პოლიტიკური კრიზისის არსებობას არსებობას...

ძალიან მძიმე ტრავმები აქვს, შოკისმომგვრელი ამბავი იყო ყველასთვის – სარჯველაძე რიჟვაძეზე

პირველ საუნივერსიტეტო კლინიაკში, სადაც აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძეა გადაყავანილი ივანიშვილის ჯანდაცვის მინისტრი,...