მთავარისიახლეებიმერკელმა დუმილი დაარღვია და დაგმო რუსეთის შეჭრა უკრაინაში

მერკელმა დუმილი დაარღვია და დაგმო რუსეთის შეჭრა უკრაინაში

Published on

გერმანიის ყოფილმა კანცლერმა, ანგელა მერკელმა ამ წელს მის პირველ საჯარო გამოსვლაში დაარღვია დუმილი რუსეთის უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით.

ბერლინში გამართულ ღონისძიებაზე მან მხარი დაუჭირა გერმანიის, ევროკავშირის, აშშ-ს, ნატო-სა და სხვათა ძალისხმევას, რომელიც მიზნად ისახავს “ამ ბარბაროსული ომის დასრულებას”.

“ჩემი სოლიდარობა უკრაინას, რომელსაც თავს დაესხა, შეიჭრა რუსეთი და მხარდაჭერა მის თავდაცვის უფლებას”, – თქვა მან.

მერკელს აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ ცდილობდა რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან თანამშრომლობას და მისი 16-წლიანი მმართველობის პერიოდში, დათანხმდა Nord Stream 2 გაზსადენის პროექტს. ეს პროექტი საბოლოოდ ახალმა კანცლერმა შეაჩერა რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე ორი დღით ადრე.

სიახლეები

22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა

ქვემო ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში...

საერთოდ ჩაიტანოს თუ უნდა დედამიწამ! – ნიკა გვარამია ივანიშვილზე

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ მხარს უჭერს დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ ტელეკომპანიების...

ქვემო ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე გამოძიება დაიწყო

ქვემო ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით...

აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის ლიდერებს შორის პირველი სამმხრივი შეხვედრა დასრულდა

აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის ლიდერებს შორის პირველი სამმხრივი შეხვედრა დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული...