მთავარისიახლეებიგასულ 24 საათში, უკრაინაში რუსეთის თავდასხმებს 7 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 26

გასულ 24 საათში, უკრაინაში რუსეთის თავდასხმებს 7 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 26

Published on

უკრაინის ცნობით, გასულ 24 საათში რუსეთის თავდასხმების შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, 26 კი დაშავდა. ამჟამად შეტევები უკრაინის რამდენიმე ნაწილში აქტიურად მიმდინარეობს.

უკრაინის სამხედრო ძალების ცნობით, ბოლო 24 საათში მტრის 13 თავდასხმა მოიგერიეს დონეცკისა და ლუგანსკის მიმართულებით. ლიმანის რაიონში რუსული ძალები წინსვლას ცდილობდნენ, თუმცა დანაკარგების გამო უკან დაიხიეს.

მიკოლაევში ორი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა ოთხშაბათს, ფრონტის ხაზის მახლობლად, მას შემდეგ რაც რუსებმა საცხოვრებელი კვარტალი დაბომბეს. დაზიანდა ორი მაღალსართულიანი კორპუსი და 4 სახლი.

გუბერნატორის, ვიტალი კიმის თქმით, ვრცელდება ცნობები, რომ ხერსონში რუსებმა მაღაზიების ძარცვა დაიწყეს და რომ მათ ყველაფერი ყირიმის მიმართულებით მიაქვთ. რეგიონის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ხერსონში ვითარება სტაბილურად მძიმეა და დაბომბვა გრძელდება. ბევრი უბანი ელექტროენერგიის, წყლისა და გაზის გარეშეა დარჩენილი.

ზაპოროჟიეში ორი ადამიანი დაშავდა მას შემდეგ, რაც რუსებმა საცხოვრებელ სახლებს ცეცხლი გაუხსნეს.

ხარკოვში ღამით დაბომბვის შემდეგ სკოლის ნანგრევების ქვეშ 1 ქალი გარდაცვლილი იპოვეს, დაშავდა 1 კაციც. კიდევ 6 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა ხარკოვის ოლქში ორი სხვადასხვა ტერიტორიის დაბომბვისას.

ხარკოვის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ სუმიში 3 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა მას შემდეგ, რაც რუსულმა თვითმფრინავმა შუაღამისას საჰაერო იერიში მიიტანა.

5 ადამიანი დაშავდა ლვოვში ღამით სარაკეტო დარტყმის შედეგად, რომლის სამიზნეც რკინიგზა იყო.

სიახლეები

კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან, ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს - ინფორმაციას ადგილობრივი...

9 მარტს, დედაქალაქში სტუდენტების მასშტაბური აქცია დაანონსდა

სტუდენტები და პროფესორები კობახიძის განათლების რეფორმის წინააღმდეგ, 9 მარტს, დიდ აქციაზე გამოდიან. მსვლელობა, მომდევნო...

ნეთანიაჰუ-ეს არ არის უსასრულო ომი – ეს არის ის, რაც მშვიდობის ეპოქას დაამკვიდრებს

ეს არ არის უსასრულო ომი - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ Fox News-თან...

უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...