მთავარისიახლეებიე.წ. საზღვრის კვეთის საქმეზე, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო 9 ივნისისთვის გადაიდო

ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეზე, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო 9 ივნისისთვის გადაიდო

Published on

ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეზე, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო 9 ივნისისთვის გადაიდო. პროცესი 15 საათზე გაიმართება. დღეს გამართულ სხდომას კი მესამე პრეზიდენტი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო ვერ დაესწრო.

ადვოკატებმა განაცხადეს, რომ მიხეილ სააკაშვილს საკუთარ პროცესზე დასწრება სურს, თუმცა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ჯერჯერობით სასამართლოში მისვლას ვერ ახერხებს.

შეგახსენებთ, გამოძიება გასული წლის 1-ელ ოქტომბერს დაიწყო. მიხეილ სააკაშვილს პროკურატურა სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადმოკვეთას ედავება.

აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს – ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული და ცალკე წარმოებად მიმდინარეობს. ისინი აღიარებენ პროკურატურის მიერ წაყენებულ ბრალს და გირაოს სანაცვლოდ არიან გათავისუფლებული.

სიახლეები

გია ვოლსკი: კობახიძე წასულია იქ, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება

"თავის მართლება აქ საჭირო არაა, ზუსტად ამიტომაა პრემიერ-მინისტრი წასული, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება...

კობახიძე უნდა გადადგეს – მამა დოროთე

კობახიძე და მთელი ოცნება აგვირგვინებს ქვეყნის ღალატს - ასე ეხმაურება არქიმანდრიტი დოროთე ირაკლი კობახიძის...

უკრაინა EU-სგან 2.3 მილიარდ ევროს მიიღებს

უკრაინის დახმარების მექანიზმის ფარგლებში ქვეყანა ევროკავშირისგან 2.3 მილიარდი ევროს ოდენობის მეექვსე ტრანშს მიიღებს. "ეს დაფინანსება,...

ხოშტარია- მახსოვს ყველა „ქოცის“ ცინიკური სახე, გახარიას გაღმერთება, თვალდათხრილი ადამიანების შეურაცხყოფა, გუშინ კი ვნახე, როგორ იზეიმა სიმართლემ

სისტემა მხილებულია, პოლიტიკური გუნდი კი, დადანაშაულებული ყველაზე მაღალ სამართლებრივ დონეზე - ასე ეხმაურება პარტია...