თბილისის მერის მოადგილის, ილია ელოშვილის გარდაცვალების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
შეგახსენებთ, ილია ელოშვილი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.