მთავარისიახლეებივუახლოვდებით იმ წერტილს, როცა რუსეთს მოუწევს იარაღის განზე გადადება და დიპლომატია -...

ვუახლოვდებით იმ წერტილს, როცა რუსეთს მოუწევს იარაღის განზე გადადება და დიპლომატია – ზელენსკი

Published on

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმერ ზელენსკი მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს და ამბობს, რომ უკრაინა ნაბიჯ-ნაბიჯ ათავისუფლებს საკუთარს მიწებს და თანდათან უახლოვდება იმ წერტილს, საიდანაც რუსეთს მოუწევს იარაღის განზე გადადება.

“რუსულმა ჯარებმა, კვლავ დაბომბეს ხარკოვი. ჩვენი სუმის რეგიონის ტერიტორიაზე ასევე გაისროლეს უკრაინისა და რუსეთის საზღვართან. ბრძოლა ხერსონის რეგიონისთვის გრძელდება. ლუგანსკში ევაკუაციას შეუშალეს ხელი და მანქანა ჩაცხრილეს, რომელშიც ადგილობრივები ისხდნენ. მოკლეს ფრანგი ჟურნალისტი. ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ვათავისუფლებთ ჩვენს მიწებს და თანდათან ვუახლოვდებით იმ წერტილს, საიდანაც რუსეთს კვლავ მოუწევს იარაღის განზე გადადება. ყველა მკვდრის დათვლა და დიპლომატიაზე გადასვლა აუცილებლად მოუწევს”, – ამბობს ვოლოდიმერ ზელენსკი.

ცნობისთვის, რუსეთი ახლა აქტიურად უტევს უკრაინის აღმოსავლეთს და ცდილობს დონბასის რეგიონზე სრული კონტროლი დაამყაროს. ლუგანსკის ოლქის ხელმძღვანელის განცხადებით, 30 მაისს რუსებმა მაქანას, რომლითაც 10 ადამიანი ევაკუაციას აპირებდა, ცეცხლი გაუხსნეს. მისივე განცხადებით, დაიღუპა ფრანგი ჟურნალისტი.

სიახლეები

რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს

რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს - რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს,...

ელენე ხოშტარია „ქართულ ოცნებას“ – დიახ! არ გაღიარებთ არც რუსთაველიდან, არც პარტიებიდან, არც ციხეებიდან, არც ემიგრაციიდან, არც სამზარეულოდან

დიახ! არ გაღიარებთ არც რუსთაველიდან, არც პარტიებიდან, არც ციხეებიდან, არც ეკრანებიდან, არც ემიგრაციიდან და...

ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის ბიჭი ემსხვერპლა

ქობულეთში, ჩოლოქის დასახლებაში ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის ბიჭი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია"...

შესაძლოა, ქვეყანაში აფთიაქების გვერდი-გვერდ გახსნა აიკრძალოს

შესაძლოა, ქვეყანაში აფთიაქების გვერდი-გვერდ გახსნა აიკრძალოს. რამდენიმე წუთის წინ, ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა მინისტრის კომენტარი,...