მთავარისიახლეებიმოლდოვა და საქართველო ჯერ მზად არ არიან კანდიდატის სტატუსის მისაღებად - კალასი

მოლდოვა და საქართველო ჯერ მზად არ არიან კანდიდატის სტატუსის მისაღებად – კალასი

Published on

საქართველო და მოლდოვა ვფიქრობ ჯერ არ არიან მზად ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად – ამის შესახებ ესტონეთის პრემიერმინისტრმა განაცხადა. კაია კალასის თქმით, საქართველოსა და მოლდოვას შემთხვევაში მხარდაჭერა ერთსულოვანი არ არის.

“ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ ივნისის სამიტისთვის მივაღწიოთ შეთანხმებას. და, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, უკრაინამ მიიღოს მკაფიო პირობები – როგორ მიაღწიოს კანდიდატის სტატუსს. რა თქმა უნდა, მოლდოვისა და საქართველოს საკითხიც განიხილება, მაგრამ, ვფიქრობ, ისინი ჯერ არ არიან მზად. ცხადია, ჩვენ ყველას თანაბრად ვუჭერთ მხარს, მაგრამ ყველა ამ სახით არ უჭერს მათ მხარს. ყველა, ვინც გაწევრიანდა ევროკავშირში, აკმაყოფილებდა კრიტერიუმებს – რეფორმებს ვგულისხმობ და ესტონეთსაც მოუწია იგივე გზის გავლა და რეფორმების 18 წლის წინ გატარება. ეს გულისხმობს ანტიკორუფციულ რეფორმას, კანონის უზენაესობის უზრუნველყოფას. ეს არის ევროკავშირის ღირებულებები. თუ აკმაყოფილებ ამ პირობებს, მაშინ კანდიდატის სტატუსს იღებ. ეს არის პრინციპი”, – თქვა კალასმა.

ცნობისთვის, სამივე ქვეყანამ ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მისაღებად კითხვარი შეავსო. პასუხები, სავარაუდოდ, ივნისის დასაწყისში გახდება ცნობილი.

სიახლეები

“გახარია საქართველოსთვის” და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა

ორი ოპოზიციური პარტია თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა- “ლელო ძლიერი საქართველოს“ და “გიორგი გახარიას“...

ტრამპი უკრაინის შესაიარაღებლად ახალ “აგრესიულ” გეგმას გამოაცხადებს-Axios

ამერიკული გამოცემა Axios ორ საკითხზე ინფორმირებულ წყაროზე წერს, რომ 14 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ...

ამ ზაფხულს რუსულმა არმიამ მისი ხელმძღვანელობის მოლოდინები ვერ გაამართლა-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის საზაფხულო იერიშის მცდელობამ არმიის ხელმძღვანელობის მოლოდინები არ...

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ორი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის...