მთავარისიახლეებილავროვი თურქეთში ჩავა უკრაინიდან პროდუქციის ექსპორტისთვის, პოტენციური დერეფნის გახსნის განსახილველად

ლავროვი თურქეთში ჩავა უკრაინიდან პროდუქციის ექსპორტისთვის, პოტენციური დერეფნის გახსნის განსახილველად

Published on

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, 8 ივნისს თურქეთში ჩავა, რათა განიხილოს უკრაინის სოფლის მეურნეობის პროდუქციისთვის პოტენციური საზღვაო დერეფნის გახსნა. ამის შესახებ ინფორმაცია თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაავრცელა.

მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ლავროვი ეწვევა თურქეთს “მოლაპარაკებებისთვის უსაფრთხოების დერეფნის გახსნის საკითხზე, რომელიც ასევე მოიცავს ხორბლის (გადაზიდვას) შავ ზღვაში”.

“ჩვენ ამაზე ვაკეთებთ აქცენტს. ვგეგმავთ სტამბოლში ცენტრის შექმნას დერეფნის დასაკვირვებლად”, – თქვა ჩავუშოღლუმ სატელევიზიო ინტერვიუში.

უკრაინის პორტები გარშემორტყმულია რუსული ძალების მიერ, რაც აფერხებს ხორბლის და სხვა საკვები პროდუქტების ექსპორტს.

ორშაბათს თურქეთის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრისას რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა ხელი შეუწყოს უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის შეუფერხებელ ექსპორტს თურქეთთან კოორდინაციით.

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...