მთავარისიახლეებივერ ვხედავ თავს ამ საკრებულოში - ირაკლი კუპრაძემ ბათუმის საკრებულო დატოვა

ვერ ვხედავ თავს ამ საკრებულოში – ირაკლი კუპრაძემ ბათუმის საკრებულო დატოვა

Published on

ბათუმის საკრებულო “ლელოს” წევრმა, ირაკლი კუპრაძემ დატოვა. მას უფლებამოსილება საკუთარი განცხადების საფუძველზე დღევანდელ სხდომაზე შეუწყვიტეს.

კუპრაძეს საკრებულოში ვაჟა დარჩია ჩაანაცვლებს.

“2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ჩვენ მივიღეთ ძალადობა, ზეწოლა, მუქარა და უმძიმესი პროცესი, რომელმაც დააზიანა ჩვენ ქვეყანაში დემოკრატია, საარჩევნო პროცესი. შესაბამისად, მე საკუთარ თავს პერსონალურად ვერ ვხედავ ამ საკრებულოს მოწვევაში”, – თქვა კუპრაძემ.

დღესვე 7 თვიანი პაუზის შემდეგ, ბათუმის საკრებულომ თავმჯდომარე აირჩია. კენჭისყრაში მონაწილეობა მხოლოდ “ქართულმა ოცნებამ” და ერთმა დამოუკიდებელმა დეპუტატმა მიიღო.

18-მა დეპუტატმა განაცხადა თანხმობა, რომ ბათუმის საკრებულოს, შუალედურ არჩევნებში გამარჯვებულმა, რამაზ ჯინჭარაძემ უხელმძღვანელოს.

სიახლეები

ანრი კვარაცხელიას საქმეზე განაჩენის გამოცხადება მოსამართლემ 18 ივლისისთვის გადადო

სინდისის პატიმარს, ანრი (ანზორ) კვარაცხელიას საქმეზე განაჩენი 18 ივლისს 10:30 საათზე გამოცხადდება. ადვოკატის, ლაშა ცუცქირიძის...

კიევში СБУ-ს პოლკოვნიკი მაყუჩიანი იარაღიდან 5 გასროლით მოკლეს

უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პოლკოვნიკი მოკლეს - ივან ვორონიჩს კიევის გოლოსევსკის...

მიხეილ სააკაშვილი – „ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს – სააკაშვილი

„ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს - სინანულის გამოხატვით უნდა შემოვიფარგლოთ, - ამის შესახებ...

“ტერორი საქართველოში” – ზურაბიშვილი საბა ჯიქიას განაჩენზე

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში სინდისის პატიმროსთვის, საბა ჯიქიასთვის პატიმრობის მისჯას ეხმიანება...