მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ინფორმაციით, სასამართლოს განჩინება დამოუკიდებელი ექსპერტების დაშვებასთან დაკავშირებით, პენიტენციურ სამსახურს დღეს ჩაბარდება. რის შემდეგაც, დიტო საძაგლიშვილის თქმით, დღეს საღამოს, ან ხვალ დილით, “ემპათიას” ექსპერტებს მიხეილ სააკაშვილთან შესვლის უფლებას მისცემენ.
“ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, განჩინება დღეს ჩაბარდება პენიტენციურ სამსახურს და წესით ხვალ, ან დღეს გვიან მიეცემათ ექსპერტებს მიხეილ სააკაშვილის მონახულების საშუალება”,- ამბობს დიტო საძაგლიშვილი.
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჩახნაშვილმა 25 მაისის პროცესზე დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა მესამე პრეზიდენტთან ექსპერტების დაშვებაზე, თუმცა მთელი ამ დროის განმავლობაში ბიუროკრატიული მიზეზებით, გადაწყვეტილება არ შესრულებულა.
მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობა კი მიუხედავად იმისა, რომ 2 კვირაზე მეტია ის კლინიკაშია, არ უმჯობესდება. პირიქით, მიხეილ სააკაშვილი სტაბილურად კარგავს წონას და აქვს მუდმივი სისუსტე.