მთავარისიახლეებიალტერნატიული კონსილიუმი მიხეილ სააკაშვილთან ისევ ვერ შედის

ალტერნატიული კონსილიუმი მიხეილ სააკაშვილთან ისევ ვერ შედის

Published on

პენიტენციური სამსახური ალტერნატიულ კონსილიუმს მესამე პრეზიდენტთან ვიზიტის უფლებას ისევ არ აძლევს. მიხეილ სააკაშვილის დაცვის მხარე სასამართლოს დადგენილებას ელოდება. ამ დოკუმენტის მიხედვით პენიტენციური ვალდებულია დამოუკიდებელი მედიკოსები მიხეილ სააკაშვილთან ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით შეუშვას.

მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველის, შოთა თუთბერიძის თქმით, სასამართლომ და პენიტენციურმა სამსახურმა გამოიყენა ყველა ხელოვნური ბარიერი და ექსპერტების შესვლა ბოლომდე გააჭიანურეს.

“პირველი რასაც გავაკეთებ ეს არის, რომ უნდა მოვიძიო ეს განჩინება და გავარკვიო პენიტენციურს ეს ჩაბარდა თუ არა, ასევე შევეცდები თავადაც ავიღო ის თბილისის საქალაქო სასამართლოში, რომლის შემდეგაც ბუნებრივია ექსპერტები უკვე დაიწყებენ მცდელობას, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით და შეეცდებიან შეასრულონ თავიანთი უფლებამოვალეობები და ჩაატარონ ეს ექსპერტიზა. ძალიან სამწუხაროა, რომ როგორც ვვარაუდობდით, პენიტენციურმა სამსახურმა და სასამართლო, და ზოგადად მართლმსაჯულების სისტემამ გამოიყენა ეს ძალიან ბიუროკრატიული და ხელოვნური ბარიერები, რომლის შექმნაც იყო შესაძლებელი და ასე ვთქვათ, ბოლომდე გააჭიანურეს ექსპერტების შესვლა მესამე პრეზიდენტთან . ეს არის სამარცხვინო, ეს არ დარჩება რეაგირების გარეშე”, – ამბობს შოთა თუთბერიძე.

ცნობისთვის, 25 მაისს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა მიხეილ სააკაშვილთან დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფი დაშვებაზე დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

სიახლეები

ანრი კვარაცხელიას საქმეზე განაჩენის გამოცხადება მოსამართლემ 18 ივლისისთვის გადადო

სინდისის პატიმარს, ანრი (ანზორ) კვარაცხელიას საქმეზე განაჩენი 18 ივლისს 10:30 საათზე გამოცხადდება. ადვოკატის, ლაშა ცუცქირიძის...

კიევში СБУ-ს პოლკოვნიკი მაყუჩიანი იარაღიდან 5 გასროლით მოკლეს

უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პოლკოვნიკი მოკლეს - ივან ვორონიჩს კიევის გოლოსევსკის...

მიხეილ სააკაშვილი – „ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს – სააკაშვილი

„ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს - სინანულის გამოხატვით უნდა შემოვიფარგლოთ, - ამის შესახებ...

“ტერორი საქართველოში” – ზურაბიშვილი საბა ჯიქიას განაჩენზე

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში სინდისის პატიმროსთვის, საბა ჯიქიასთვის პატიმრობის მისჯას ეხმიანება...