მთავარისიახლეებიმოვლენების კატასტროფული განვითარება შეიძლებოდა შეჩერებულიყო, მსოფლიოს ლიდერებს რუსეთთან რომ არ ეთამაშათ -...

მოვლენების კატასტროფული განვითარება შეიძლებოდა შეჩერებულიყო, მსოფლიოს ლიდერებს რუსეთთან რომ არ ეთამაშათ – ზელენსკი ​

Published on

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელ ხალხს მიმართა და დამოუკიდებლობაზე ისაუბრა. ზელენსკიმ თქვა, რომ დარწუნებით შეიძლება ითქვას, რომ უკრაინა იქნება დამოუკიდებელი და არ დაიშლება.

მეორე მთავარი გზავნილი ზელენსკისგან კი ისაა, რომ ომი უფრო მალე დასრულდებოდა, მსოფლიო ლიდერები პუტინს რომ არ “ეფლირტავებოდნენ”.

“ზუსტად რვა წლის წინ, 26 მაისს დონეცკის აეროპორტმა მუშაობა შეწყვიტა. იმ დღეს, როგორც ჩანს, არავინ იწინასწარმეტყველა, როგორ განვითარდებოდა მოვლენები დონბასში ამ წლების განმავლობაში. და დღეს უკვე მთელ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ. მაგრამ როგორც იმ დღეს, ასევე, დღეს, ორი რამ შეიძლება ითქვას დარწმუნებით.

პირველი – უკრაინა ყოველთვის იქნება დამოუკიდებელი სახელმწიფო და არ დაიშლება. ერთადერთი საკითხია, რა ფასის გადახდა მოუწევს ჩვენს ხალხს თავისუფლებისთვის, ან რუსეთს – ჩვენს წინააღმდეგ ამ უაზრო ომისთვის.

და მეორე – ის, რომ მოვლენების კატასტროფული განვითარება შეიძლებოდა შეჩერებულიყო, თუ მსოფლიო უკრაინაში არსებულ ვითარებას სწორად განიხილავდა. რომ მსოფლიოს ლიდერებს რუსეთთან რომ არ ეთამაშათ და მართლა აიძულებდნენ ომის დასრულებას”,- თქვა ზელენსკიმ.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...