მთავარისიახლეები"არ გამოვრიცხავთ საერთაშორისო ექსპერტების მოწვევას" | "ემპათიას" ექიმები მიხეილ სააკაშვილს მომავალ კვირას...

“არ გამოვრიცხავთ საერთაშორისო ექსპერტების მოწვევას” | “ემპათიას” ექიმები მიხეილ სააკაშვილს მომავალ კვირას მოინახულებენ

Published on

მიხეილ სააკაშვილს დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფი მომავალ კვირას მოინახულებს. სხვადასხვა მიმართულების ექიმთა გაერთიანება, რომელიც უკვე კომპლექტდება, მესამე პრეზიდენტს კომისიურ ექსპერტიზას ჩაუტარებს და შესაბამის დასკვნას დადებს.

აქამდე სპეციალისტები მხოლოდ არსებული სამედიცინო დოკუმენტებით სწავლობდნენ მესამე პრეზიდენტის მდგომარეობას, თუმცა გუშინ მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა, ადვოკატების შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მედიკოსებს 7-თვიანი ლოდინის შემდეგ, მესამე პრეზიდენტთან ვიზიტის ნება დართო.

ცენტრ “ემპათიას” ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი არ გამორიცხავს, რომ კვლევებისთვის საერთაშორისო ექსპერტებიც მოიწვიონ. ის სახელმწიფო უწყებებს მოუწოდებს, ამ პროცესს ხელი არ შეუშალონ.

“ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. სხვა გამოკვლევებიც არის საჭირო, რაც ჩაუტარდა, იმისგან განსხვავებული. რაც შეეხება ექსპერტიზას, დაიგეგმება, ჩატარდება კომისიური ექსპერტიზა, რაც გულისხმობს სხვადასხვა ექსპერტ-სპეციალისტის მონაწილეობას. არ გამოვრიცხავთ საერთაშორისო ექსპერტების მოწვევას. მოვუწოდებთ ჯანდაცვის და იუსტიციის სამინისტროებს, ხელის შეშლას არ ჰქონდეს ადგილი, დაიცვან კანონი”, – თქვა მარიამ ჯიშკარიანმა.

სიახლეები

პოლიციელ ბიძინა ჟამერაშვილის საჩივრის საფუძველზე, სამოქალაქო აქტივისტ ალბი კორძაიას 5 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს

პოლიციელ ბიძინა ჟამერაშვილის საჩივრის საფუძველზე, სამოქალაქო აქტივისტ ალბი კორძაიას 5 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს -...

ევროპა რუსეთის წინააღმდეგ ბოლო სამ წელში სანქციების ყველაზე მკაცრ პაკეტს ამზადებს-საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჟან-ნოელ ბაროს განცხადებით, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ყველაზე მკაცრი სანქციების ახალ...

ნეთანიაჰუმ ტრამპი ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარადგინა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბინიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს აცნობა, რომ ნობელის მშვიდობის პრემიაზე მისი...

კახეთში დაჭრილი პირებიდან, ერთ-ერთი კახეთის პოლიციის თანამშრომელია

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კახეთში ორი პირის დაჭრის ფაქტზე 1999 წელს დაბადებული ნ.რ. დააკავეს....