მთავარისიახლეებიტეხასის სკოლაში თავდასხმის შედეგად 19 ბავშვი დაიღუპა

ტეხასის სკოლაში თავდასხმის შედეგად 19 ბავშვი დაიღუპა

Published on

ბოლო ცნობებით, სულ მცირე 19 მოსწავლე და 2 ზრდასრული დაიღუპა სამშაბათს ტეხასის შტატში, უვალდეში, რობის დაწყებით სკოლაში სროლის შედეგად.

ოფიციალურმა პირებმა თქვეს, რომ შეიარაღებული პირი სალვადორ რამოსი, სამართალდამცავებმა მოკლეს. ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ის მარტო მოქმედებდა. ტეხასის გუბერნატორმა თქვა, რომ 18 წლის ეჭვმიტანილი უვალდის საშუალო სკოლაში სწავლობდა.

ვარაუდობენ, რომ ეჭვმიტანილმა სკოლაში წასვლამდე ბებიას ესროლა. ამის შესახებ CNN-ს სამმა წყარომ განუცხადა.

“რამოსმა, როგორც ვარაუდობენ, ბებიას ესროლა დაწყებით სკოლაში წასვლამდე”, – განუცხადა CNN-ს წყარომ სამართალდამცავი ორგანოდან.

ტეხასის საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტის სერჟანტმა თქვა, რომ ბებია საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაშია.

სკოლაში შესვლამდე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, პოლიციამ ის დააკავა, თუმცა სალვადორ რამოსმა გაქცევა შეძლო, სკოლის შენობაში შეიჭრა და ცეცხლი გახსნა.

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...