მთავარისიახლეებისაპარლამენტო ოპოზიცია ევროკავშირს ერთობლივი წერილით მიმართავს

საპარლამენტო ოპოზიცია ევროკავშირს ერთობლივი წერილით მიმართავს

Published on

საპარლამენტო ოპოზიცია ევროკავშირს ერთობლივი წერილით მიმართავს. პარტიები ტექსტზე უკვე შეჯერდნენ და დღეს ერთობლივი ხელმოწერის შემდეგ ევროპელ პარტნიორებს თხოვნით მიმართავენ – დადებითი პასუხი მიიღოს საქართველომ EU-ში გაწევრიანებაზე.

წერილში, რომელიც შარლ მიშელის, ურსულა ფონ დერ ლაიენის, რობერტა მეცოლასა და ჯოზეფ ბორელის სახელზე გაიგზავნება, წერია, რომ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ამ კრიტიკულ დროში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პასუხი იქნება რუსეთისთვის, რომელსაც ევროპული მომავლისგან ტრიოს ქვეყნების ჩამოშორება სურს.

“ქართული ოცნების ბოდვაა რაც შეეხება ოპოზიციის დადანაშაულებას მათ მოსალოდნელ წარუმატებლობაში, ერთადერთ რამეს აჩვენებს, რომ როგორც ჩანს, ისინი დარწმუნებულები არიან იმაში, რომ კრახით დასრულდება კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების პროცესი და წინასწრებით ცდილობენ ეს ვიღაცას დააბრალონ.

ჩვენ ვაკეთებთ იმას, რასაც დღეს ხელისუფლება უნდა აკეთებდეს – ხელისუფლების ინტერესების დაცვა ევროკავშირში”, – თქვა “ლელოს” დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ლევან ბეჟაშვილის თქმით, წერილში აღნიშნული იქნება, რომ მიუხედავად იმ პრობლემებისა რაც ქვეყანას აქვს, ქართველი ხალხი იმსახურებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს.

სიახლეები

“გახარია საქართველოსთვის” და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა

ორი ოპოზიციური პარტია თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა- “ლელო ძლიერი საქართველოს“ და “გიორგი გახარიას“...

ტრამპი უკრაინის შესაიარაღებლად ახალ “აგრესიულ” გეგმას გამოაცხადებს-Axios

ამერიკული გამოცემა Axios ორ საკითხზე ინფორმირებულ წყაროზე წერს, რომ 14 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ...

ამ ზაფხულს რუსულმა არმიამ მისი ხელმძღვანელობის მოლოდინები ვერ გაამართლა-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის საზაფხულო იერიშის მცდელობამ არმიის ხელმძღვანელობის მოლოდინები არ...

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ორი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის...