მთავარისიახლეებიომის დასრულებაზე მოლაპარაკებები შედგება, თუმცა საკითხავია, რუსეთის რომელ პრეზიდენტთან - ზელენსკი

ომის დასრულებაზე მოლაპარაკებები შედგება, თუმცა საკითხავია, რუსეთის რომელ პრეზიდენტთან – ზელენსკი

Published on

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ ომის დასრულების შესახებ რუსეთთან მოლაპარაკებები აუცილებლად გაიმართება, “თუმცა საკითხავია, რუსეთის რომელ პრეზიდენტთან”.

ამასთან დაკავშირებით ზელენსკიმ დავოსში გამართულ უკრაინულ საუზმეზე ონლაინ ჩართვისას ისაუბრა.

“საომარი ნაწილის შემდეგ, იქნება სამშვიდობო პროცესი, მოლაპარაკების მაგიდა და აუცილებლად იქნება მშვიდობა. საკითხავია – ვისთან მოილაპარაკებს უკრაინა, რუსეთის რომელ პრეზიდენტთან. ეს ასევე დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორია რუსეთის ამჟამინდელი პრეზიდენტის სურვილი”, – თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის ლიდერმა აღნიშნა, რომ მისი აზრით, ვლადიმერ პუტინი ვერ აცნობიერებს, რა ხდება რეალურად.

“ის ცხოვრობს საკუთარ საინფორმაციო სამყაროში და არ ესმის, რომ უკრაინა დათმობებზე არ წავა”, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მისივე თქმით, პუტინთან მოლაპარაკება შესაძლებელი იქნება მაშინ, “როცა ის მზად იქნება დაბრუნდეს რეალობაში და გააცნობიეროს, რომ ბევრი ადამიანი კვდება…”.

“ასეთ შემთხვევაში ცდა შესაძელებელია, თუ უკვე გვიანი არ იქნება, გავყვეთ დიპლომატიურ გზას ამჟამინდელი მთავრობასთან”, – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

ამასთან, ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის შემდგომი სისხლიანი განვითარებით, უკრაინულ საზოგადოებას მოლაპარაკების სურვილი ყოველდღიურად დაეკარგება.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...