მთავარისიახლეები"4 კვირა მაინც გაჩუმდნენ" - გახარია EU-ს პასუხამდე ყველას ერთიანობისკენ მოუწოდებს

“4 კვირა მაინც გაჩუმდნენ” – გახარია EU-ს პასუხამდე ყველას ერთიანობისკენ მოუწოდებს

Published on

“საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგი გახარია პოლიტიკურ პარტიებს, მთავრობას, პრეზიდენტს, ეკლესიას, არასამთავრობოებს მოუწოდებს, გაერთიანდნენ და ქვეყნის ევროპულ მომავალს მხარი დაუჭირონ. ამ თემაზე მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

გახარია ამბობს, რომ შანსს, რაც დღეს არსებობს, ქვეყანა დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან ელოდება და “ამ შესაძლებლობის ხელიდან გაშვება არავის ეპატიება”.

“ყველას, ხელისუფლებას და ოპოზიციას კარგად უნდა ესმოდეს, რომ წარმატებული ქართული სახელმწიფოს მშენებლობის შესაძლებლობის ხელიდან გაშვების ვერავინ ვერავის ვერ დააბრალებს. ამ ისტორიული შესაძლებლობის ხელიდან გაშვება არ ეპატიება არავის, არც ხელისუფლებას, არც ოპოზიციას, თუმცა, რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში პასუხისმგებლობა მაინც ხელისუფლებისაა.

დღეს ყველაზე მეტად თითოეულ ჩვენგანს გვჭირდება ერთიანობა, მიუხედავად ყველაფრისა, უნდა დავდგეთ ერთად, ერთად უნდა გავერთიანდეთ ერთი მიზნისკენ. ერთად დგომა და კომპრომისის უნარი არის ის, რაც დღეს ყველაზე უფრო გვაკლია და რაც ყვეალზე უფრო აზიანებს ჩვენ ევროპულ პერსპექტივას. შესაბამისად, უარი უნდა ვუთხრათ დაპირისპირებას, პირადი ინტერესები ქვეყნის ინტერესებზე მაღლა დაყენებას, მიდგომას “ვინც ჩვენთან არ არის, ჩვენი მტერია”. […] როგორც ამ ქვეყნის ერთი რიგითი მოქალაქე, მივმართავ საქართველოს პრეზიენტს, მთავრობას, პარლამენტს, პოლიტკურ პარტიებს, საზოგადოებრივ და არასამთავრობო ორგანიზაციებს, ვთხოვ ჩვენს ეკლესიას გავერთიანდეთ”, – თქვა ყოფილმა პრემიერმა.

გახარიას თქმით, კანდიდატის სტატუსის ვერ მიღება იქნება თითოეული მოქალაქის მარცხი, მაგრამ მთავრობის პასუხისმგებლობა, საპირისპირო შედეგი კი ყველას გამარჯვება იქნება. მანვე დასძინა, რომ თუ ერთიანობა არ შეუძლია ოპოზიციასა და ხელისუფლებას, “უბრალოდ უნდა გაჩუმდნენ”.

“დღეს ყველა პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი, არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის, ოპოზიცია თუ ხელისუფლება ვისაც მართლა, გულწრფელად უნდა, საქართველომ მიიღოს ეს კანდიდატის სტატუსი, იმის მაგივრად, რომ თავს ესხმოდეს თავის ოპონენტებს ან ერთმანეთს, იყოს მხოლოდ ბრალდებებით დაკავებული, უბრალოდ თუ ერთად დგომა არ შეგვიძლია, უბრალოდ უნდა გაჩუმდნენ, არ ლანძღონ ერთმანეთი, არ დაუპირისპირდნენ ამ უსაფუძვლო ბრლადებებით.

უახლოესი 4 კვირის განმავლობაში უაღრესად დიდი მნიშვნელობა ექნება საქართველოს და ქართული პოლიტიკური ელიტების, ქართველი ხალხის ერთიანობის შესაძლებლობას”, – აღნიშნა გახარიამ.

მისივე თქმით, უარყოფითმა შედეგმა შეიძლება, ქვეყნის იზოლაცია და პარტნიორების დაკარგვა გამოიწვიოს.

სიახლეები

ზუგდიდის,რაიონულმა სასამართლომ აქტივისტი როსტო ზარანდია დამნაშავედ ცნო

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ როსტო უკვე მეოთხედ ცნო "დამნაშავედ", ამჯერადაც "დანაშაული" პროკურატურის კედელზე მზია ამაღლობელის...

მედია- აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოგდების ბრძანება რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გასცა

აზერბაიჯანულ რედაქციაში შესულმა ანონიმურმა წერილმა შესაძლოა ახალ ფაზაში გადაიყვანოს გამოძიება, რომელიც ეხება 2024 წლის...

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე-სერიოზულად უნდა განვიხილოთ რუსული არხების აკრძალვა

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა ადგილობრივ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ "სერიოზულად უნდა...

პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებს სადეპუტატო მანდატები შეუჩერა

82 მომხრე - 0 წინააღმდეგი - "ოცნების" პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებისთვის სადეპუტატო მანდატების ვადაზე...