მთავარისიახლეებიუკრაინაში რუსეთის ომს 234 ბავშვი ემსხვერპლა, დაშავდა 667-ზე მეტი - პროკურატურა

უკრაინაში რუსეთის ომს 234 ბავშვი ემსხვერპლა, დაშავდა 667-ზე მეტი – პროკურატურა

Published on

უკრაინაში, ომის დაწყებიდან დღემდე 234 ბავშვი დაიღუპა, 667-ზე მეტი კი დაშავდა, ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბავშვებიდან ყველაზე მეტი მსხვერპლი დონეცკის, კიევის, ხარკოვს, ჩერნიგოვის, ლუგანსკის, ხერსონის, მიკოლაევის, ზაპოროჟიეს, სუმისა და ჟიტომირის რეგიონებშია.

მათივე ცნობით, რუსი ოკუპანტების დაბომბვის შედეგად დაზიანდა 1 848 სასწავლო დაწესებულება, მათგან 173 მთლიანად განადგურდა.

პროკურატურა აცხადებს, რომ მონაცემები საბოლოო არაა, რადგან აქტიური საბრძოლო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს, ტერიტორიის ნაწილი კი ოკუპირებულია.

სიახლეები

რუსეთის ნოვგოროდის ოლქზე იერიშის შედეგად, სავარაუდოდ, საავიაციო სარემონტო ქარხანა დაზიანდა

9 ნოემბრის ღამეს უკრაინამ რუსეთის ნოვგოროდის ოლქის ქალაქ სტარაია-რუსაზე იერიში მიიტანა. OSINT-არხების ცნობით, თავდასხმის...

მარტვილელი სამოქალაქო აქტივისტი მზისა გაბეშია გარდაიცვალა

მარტვილელი სამოქალაქო აქტივისტი მზისა გაბეშია გარდაიცვალა 75 წლის ასაკში მარტვილელი სამოქალაქო აქტივისტი მზისა გაბეშია გარდაიცვალა....

სახალხო დამცველმა ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებაში მითითებული საკითხების შესწავლა დაიწყო

საქართველოს სახალხო დამცველმა ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებაში მითითებული საკითხების შესწავლა დაიწყო. ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს. მათივე...

აბუ-დაბიში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის სამმხრივი მოლაპარაკებები იწყება

უკრაინის დელეგაცია უკვე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფება, სადაც 10–11 ნოემბერს ომის დასრულების გზებსა და...