მთავარისიახლეებიყოველ წუთს აქვს მნიშვნელობა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისთვის - ჯიშკარიანი მოსამართლის პასუხს ელოდება

ყოველ წუთს აქვს მნიშვნელობა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისთვის – ჯიშკარიანი მოსამართლის პასუხს ელოდება

Published on

ცენტრ “ემპათიას” დირექტორი მარიამ ჯიშკარიანი, პენიტენციურ სამსახურს და იუსტიციის სამინისტროს მიმართავს, რომ დროულად მიიღონ გადაწყვეტილება – გადაიყვანონ, მესამე პრეზიდენტი უცხოეთში მულტიპროფილურ ცენტრში სამკურნალოდ.

“ემპათია” ელოდება მოსამართლის პასუხს, შეუშვებენ თუ არა მათ მიხეილ სააკაშვილთან პალატაში.

“ვურჩევთ პენიტენციურ სამსახურს და იუსტიციის სამინისტროს, დროულად მიიღონ ადეკვატური გადაწყვეტილება პაციენტის გადაყვანის შესახებ მულტიპროფილურ ცენტრში. ევროპაში, ან სხვა განვითარებულ ქვეყანაში. სამწუხაროდ აქ მისი დიაგნოსტიკა მკურნალობა მიმდინარეობს არაეფექტურად უკვე მრავალი თვის განმავლობაში. ვიმედოვნებთ, სასამართლო მიიღებს კანონიერ გადაწყვეტილებას ექსპერტების დაშვებასთან დაკავშირებით, თუმცა კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ყოველ საათს და წუთს აქვს მნიშვნელობა, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობისათვის,” – ამბობს მარიამ ჯიშკარიანი.

შეგახსენებთ, რომ დღეს მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება, სადაც ცნობილი გახდება, დაუშვებს თუ არა მოსამართლე მესამე პრეზიდენტთან ექსპერტთა ჯგუფს.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...