მთავარისიახლეებინათია თურნავა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატად წარადგინეს

ნათია თურნავა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატად წარადგინეს

Published on

პრეზიდენტმა ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, ნათია თურნავა საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატად წარადგინა. შესაბამისი დოკუმენტები ასახულია პარლამენტის ვებგვერდზე.

ნათია თურნავამ ეკონომიკის მინისტრის პოსტი 9 თებერვალს დატოვა. ფორმულამ აპრილში გაავრცელა ინფორმაცია, რომ თურნავას სებ-ის პრეზიდენტის პოსტის დაკავება სურს.

ეროვნული ბანკის მოქმედი პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს ვადა მომავალი წლის მარტში ეწურება.

ეროვნული საბჭო ეროვნული ბანკის უმაღლესი ორგანოა, რომელიც შედგება ცხრა წევრისაგან. საბჭოს თავმჯდომარეა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. საბჭოს წევრებს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით ირჩევს პარლამენტი შვიდი წლის ვადით.

სებნ-ის პრეზიდენტს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კანდიდატურას ეროვნული საბჭო მისივე წევრებიდან ირჩევს და თავადვე წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს.

სიახლეები

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დეესკალაცია აუცილებელია რეგიონის სტაბილურობისთვის

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენი ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამწვავების ფონზე სასწრაფო დეესკალაციისკენ მოუწოდა,...

კატარი: სამაგიეროს გადავუხდით ირანს

კატარი ინარჩუნებს ირანისთვის სამაგიეროს გადახდის უფლებას, კატარელ ხალხზე მისი ღია თავდასხმის შემდეგ,- ამის შესახებ...

მოსკოვი თეირანთან მუდმივ კონტაქტზეა-პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ირანის ხელმძღვანელობასთან მუდმივ კავშირზე იმყოფება. მისი...

მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი – ნინო წილოსანი სამძიმრის წერილზე

ყველა ქვეყნის კანონმდებლობაში მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი - ასე შეაფასა "ქართული ოცნების"...