მთავარისიახლეებიხერხემალზე დამიდგინეს ტრავმა, რომელიც როგორც მივხვდი, საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას - მიხეილ სააკაშვილის...

ხერხემალზე დამიდგინეს ტრავმა, რომელიც როგორც მივხვდი, საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას – მიხეილ სააკაშვილის წერილი კლინიკიდან

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე წერილს ავრცელებს, სადაც წერს რომ კლინიკაში მაგნიტო რეზონანსული კვლევა ჩაუტარეს, რამაც ხერხემალზე ტრავმა და თავის ტვინში გარკვეული ცვლილებები დაადგინა.

მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ ხერხემალზე მიღებული დაზიანება, სავარაუდოდ ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს. მისი თქმით, ძლიერი ტკივილები აქვს ზურგის არეში, რის გამოც გამაყუჩებლებს უკეთებენ, ასევე, სულ უფრო უჭირს კიდურების დამორჩილება.

მიხეილ სააკაშვილის წერილი კლინიკასთან, დეპუტატმა ეკა ხერხეულიძემ წაიკითხა:

“ვინაიდან ძალიან ბევრი სპეკულირებს ჩემი ჯანმრთელობის ირგვლივ, გადავწყვიტე პირადად ღიად ვისაუბრო ამაზე, თუ რას ვგრძნობ. MRT-ით ხერხემალზე დამიდგინეს ტრავმა, რომელიც დიდი ალბათობით მივიღე გლდანში, ძალის გამოყენებით გადაყვანისას, ეს ტრავმა, როგორც მივხვდი, საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას. დღესდღეისობით მაქვს ზურგის არეში ძლიერი ტკივილები და დღეში ზოგჯერ რამდენჯერმე ტკივილგამაყუჩებელ ნემსს. მაქვს ძლიერი ტრემორი და თავბრუსხვევა, ორივე ხელში და სულ უფრო ძნელად, რთულად ვიმორჩილებ კიდურებს, განსაკუთრებით მარცხენა ხელს, მაქს მუდმივი ძლიერი ტკივილი ქვედა კიდურებში.

ნეიროქირურგმა, რომელმაც გამსინჯა გამოთქვა ვარაუდი, რომ კუნთები შეიძლება მალე ჩაიკეტოს და შემდეგ იმის აღდგენა შეუძლებელი იქნება, მე არ ვიცი ეს რას ნიშნავს ზუსტად, მაგრამ ის რაც ვიცი ნამდვილად ასეა, რომ სულ უფრო მიჭირს გადადგილება და ძირითადად წოლის რეჟიმში ვიმყოფები. MRT-ით ასევე თავის ტვინშიც დადგინდა გარკვეული ცვლილებები, რის შესახებაც მე ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს. ამ ყველაფერს ემატება რამდენიმე ათეული დღის განმავლობაში საკვების სრული მიუღებლობა.

საქმე იმაშია, რომ მხოლოდ მოწოდებებით, რომ არ ვიწვე და ვიკვებო, საქმე არ სწორდება, თორემ ვინც მიცნობთ ყველამ კარგად იცით, რომ ვერტიკალური მდგომარეობა არ მახასიათებს და არც უმადობას ვუჩიოდი ოდესმე. საჭიროა პოლიტიკისგან სრულად დაცლილი მკურნალობა, რისი მიღებაც საქართველოში ამ ეტაპზე შეუძლებელია”, – წაიკითხა ეკა ხერხეულიძემ.

ცნობისთვის, კვირაზე მეტია მიხეილ სააკაშვილი კლინიკა “ვივა მედშია” მოთავსებული, თუმცა საავადმყოფოს ჩატარებული კვლევების შედეგები ჯერ არ გაუსაჯაროებია.

სიახლეები

რუსეთში აფხაზ სტუდენტებს რუსულ ჯარში გაწვევა ემუქრებათ

რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში მოსწავლე აფხაზი სტუდენტები, რომლებსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვთ, მოულოდნელად რუსეთის არმიაში გაწვევის...

პენიტენციური უარყოფს, რომ ციხეში ახლა უკვე მეორე ძმა ფეიქრიშვილსაც სცემეს

ძმებ ფეიქრიშვილების დედა ამბობს, რომ დავითის შემდეგ, დღეს ციხის საკანში მისი მეორე შვილი, გიორგი...

წანდრიფშში, გაგრის მუნიციპალიტეტში, ნაგვის კონტეინერთან ახალშობილის ცხედარი იპოვეს

ოკუპირებული აფხაზეთის დაბა წანდრიფშში, გაგრის მუნიციპალიტეტში, კარიერნაიას ქუჩაზე, ნაგვის კონტეინერთან ახალშობილი ბიჭის ცხედარი აღმოაჩინეს. 24...

„ამ ინტერვიუს აუცილებლად უნდა უყუროთ“ – აიან შარიფბაიევი ზელენსკის 

ყაზახი ჟურნალისტი და პოლიტიკური მიმომხილველი: "თქვენ აუცილებლად უნდა ნახოთ ზელენსკის ეს ინტერვიუ სტივენ ბარტლეტთან. კამერის წინ...