მთავარისიახლეები"ვივა მედში" კონსილიუმები იგეგმება - ექიმი მიხეილ სააკაშვილისთვის კუნთების ბიოფსიის ჩატარებას ითხოვს

“ვივა მედში” კონსილიუმები იგეგმება – ექიმი მიხეილ სააკაშვილისთვის კუნთების ბიოფსიის ჩატარებას ითხოვს

Published on

მესამე პრეზიდენტის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის ინფორმაციით, კლინიკა “ვივა მედში” ხვალ და ზეგ კონსილიუმები იგეგმება და სავარაუდოდ კვირის ბოლოს, უკვე იქნება სამედიცინო დასკვნა მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე.

ნიკოლოზ ყიფშიძე ამბობს, რომ საჭიროა მიხეილ სააკაშვილს კუნთების ბიოფსია ჩაუტარდეს

“რამდენადაც ვიცი დღეს და ხვალ იგეგმება “ვივა მედში” კონსილიუმები, დღეს მაგალითად ნეიროქირურგები მოიყვანეს, ხვალ ასევე სხვადასხვა სპეციალისტებს მოიყვანენ და ალბათ ამ კვირის ბოლოს უკვე გვექნება დასკვნა “ვივა მედიდან”.
დანამდვილებით ვერ გეტყვით, მაგრამ ვიცი ასე მოარული ხმებით, რომ რაღაც დაზიანებები იქნა აღმოჩენილი MRT-ს გამოკვლევის დროს. ვფიქრობ, რომ ვურჩიო “ვივა მედს” გააკეთონ კუნთების ბიოფსია. თქვენ იცით, რომ პრეზიდენტს დაუდგინდა კუნთების ატროფიის დიაგნოზი და მე ვთვლი რომ ეს ბიოფსია ზუსტად დაგვიდგენს მისი კუნთების მდგომარეობას”, – ამბობს ნიკოლოზ ყიფშიძე

ცნობისთვის, მესამე პრეზიდენტი დღეს ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ მოინახულა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია და მესამე პრეზიდენტი სრულად წოლით რეჟიმზეა გადასული.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...