მთავარისიახლეებიწითელი ჯვარი არ გამოაქვეყნებს მონაცემებს აზოვსტალიდან გამოყვანილი უკრაინელი სამხედროების შესახებ

წითელი ჯვარი არ გამოაქვეყნებს მონაცემებს აზოვსტალიდან გამოყვანილი უკრაინელი სამხედროების შესახებ

Published on

წითელი ჯვარი არ გამოაქვეყნებს მონაცემებს აზოვსტალიდან გამოყვანილი უკრაინელი დამცველების შესახებ. როგორც ორგანიზაციის სპიკერმა, მირელა ჰოდეიბმა Ukrinform-ს განუცხადა, ინფორმაცია წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის განკარგულებაში მყოფი უკრაინელი სამხედროების რაოდენობისა და პირადი მონაცემების შესახებ, კონფიდენციალური დარჩება და არ გასაჯაროვდება.

“ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია. ჩვენი პრიორიტეტია სამხედრო ტყვეების პატიმრობისა და მოპყრობის პირობების გადამოწმება, მათი გაუჩინარების პრევენცია და ოჯახებთან კონტაქტის შენარჩუნება“, – განაცხადა ICRC-ის წარმომადგენელმა კითხვაზე, რამდენი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე გაიყვანეს აზოვსტალიდან და რამდენია მათ შორის დაჭრილი.

ორგანიზაციის ცნობით, ოჯახებს, რომლებიც ეძებენ ინფორმაციას დაკარგული ნათესავების შესახებ, შეუძლიათ დაუკავშირდნენ ICRC ცენტრალურ სამძებრო სააგენტოს ელექტრონული ფოსტით [email protected], ან შესაბამის ტელეფონის ნომრებზე +41 22 730 3600 ან +380 800 300 155

შეგახსენებთ, 20 მაისს პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ “აზოვსტალიდან” თითქმის ყველა ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზოვსტალიდან მარიუპოლის 1700 დამცველის ევაკუაცია მოხდა, უკრაინის ხელისუფლება კი სამხედროების რაოდენობას არ ასახელებს.

სიახლეები

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის პროტესტი პროკურატურასთან

გარდაცვლილი ახალგაზრდის მშობლები ყოველ ორშაბათს გენერალურ პროკურატურასთან მიდიან მოთხოვნით - დაიწყოს საქმის ხელახალი გამოძიება ...

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს

დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 7 პირი დააკავეს -...

კონგოში ებოლას ეპიდაფეთქებას 5 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

კონგოში ებოლას ეპიდაფეთქებას 5 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა - 26 პროვინციიდან 8 უკვე ინფიცირებულია,...

„მზად ვარ, პუტინს თურქეთში შევხვდე“ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან პირდაპირი შეხვედრის გამართვის ინიციატივით გამოდის. მისი...