მსოფლიოში ლტოლვილთა რაოდენობამ პირველად გადააჭარბა 100 მილიონს – UNHCR

0
194

გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს (UNHCR) ცნობით, მსოფლიოში ლტოლვილთა რაოდენობამ პირველად გადააჭარბა 100 მილიონს – “გამაოგნებელ ნიშნულს”. ამის შესახებ განცხადება უმაღლესმა კომისარმა გააკეთა:

“კონფლიქტის, ძალადობის, ადამიანის უფლებების დარღვევისა და დევნის გამო იძულებით გადაადგილებული ადამიანების რაოდენობამ გადალახა 100 მილიონის გამაოგნებელი ნიშნული, პირველად, რეკორდულად, რაც გამოწვეულია უკრაინის ომითა და სხვა სასიკვდილო კონფლიქტებით”, – განაცხადა კომისარმა.

UNHCR-ის ხელმძღვანელი ფილიპო გრანდი ამბობს, რომ ეს საგანგაშოა და მსგავსი რეკორდი არასდროს უნდა დამყარებულიყო. მისი თქმით, ეს უნდა იყოს გამოღვიძების მოწოდება კონფლიქტების მოსაგვარებლად და შემდგომში თავიდან ასაცილებლად.

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისიის (UNHCR) განცხადებით, უკრაინის ომმა რვა მილიონი გადაასახლა ქვეყნის შიგნით, ხოლო ექვს მილიონზე მეტი ადამიანი გაიქცა საზღვარგარეთ.

წინა სტატია“რუსულო სამხედრო ხომალდო… ბასტა!” – უკრაინის ფოსტამ ახალი მარკა ჩაუშვა
შემდეგი სტატიაომის დაწყებიდან რუსეთმა დაახლოებით 29 200 ჯარისკაცი დაკარგა – უკრაინის თავდაცვის მონაცემები
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური