მთავარისიახლეებიმაქსიმალური სანქციები რუსეთს - ზელენსკიმ დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს მიმართა

მაქსიმალური სანქციები რუსეთს – ზელენსკიმ დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს მიმართა

Published on

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მსოფლიოს რუსეთისთვის მეტი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს. დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას მან განაცხადა, რომ მისი ქვეყანა იმაზე მეტხანს იბრძვის, ვიდრე მოსალოდნელი იყო, თუმცა მას არ მოუწევდა ომის გადატანა, რუსეთისთვის რომ მკაცრი სანქციები შემოდგომაზე დაეწესებინათ.

ზელენსკის თქმით, რუსეთს “მაქსიმალური სანქციები” უნდა დაუწესონ იმისთვის, რომ ეს შემაკავებელი ფაქტორი გახდეს როგორც თავად მოსკოვისთვის, ასევე ნებისმიერი სხვა ქვეყნისთვის, რომელიც მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე შეჭრას განიზრახავს.

“მე გთავაზობთ იმას, რაზეც ისედაც მუდმივადაა საუბარი მსოფლიოში, უნდა დავამარცხოთ სიღარიბე, სასოწარკვეთილება, ქაოსი და ომი, რომელიც რუსეთმა წამოიწყო და რომელსაც არაფერი მოქვს გარდა შიმშილისა და უბედურებისა. ამისთვის ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ერთად და სწრაფად. არ უნდა დავუშვათ, რომ მოხდეს ახალი პრეცედენტები, აუცილებელია რუსეთიდან სრულად გავიდეს ყველა უცხო ქვეყანა, რათა ისინი არ გამოიყენონ მოსკოვის სისხლიანი ინტერესებისთვის. ჩვენ ვთავაზობთ მსოფლიოს შანსს, შეიქმნას პრეცედენტი იმისა, თუ რა მოხდება თუ რომელიმე ქვეყანა მეზობლის განადგურებას შეეცდება. გიწვევთ მონაწილეობა მიიღოთ ამ რეკონსტრუქციაში”, – თქვა ზელენსკიმ.

პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ საჭიროა სრული ემბარგო ნავთობის იმპორტზე, ყველა რუსული ბანკის გათიშვა გლობალური სისტემებიდან, რუსეთის IT სექტორისა და რუსეთთან ვაჭრობის შეწყვეტა.

სიახლეები

ანრი კვარაცხელიას საქმეზე განაჩენის გამოცხადება მოსამართლემ 18 ივლისისთვის გადადო

სინდისის პატიმარს, ანრი (ანზორ) კვარაცხელიას საქმეზე განაჩენი 18 ივლისს 10:30 საათზე გამოცხადდება. ადვოკატის, ლაშა ცუცქირიძის...

კიევში СБУ-ს პოლკოვნიკი მაყუჩიანი იარაღიდან 5 გასროლით მოკლეს

უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პოლკოვნიკი მოკლეს - ივან ვორონიჩს კიევის გოლოსევსკის...

მიხეილ სააკაშვილი – „ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს – სააკაშვილი

„ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს - სინანულის გამოხატვით უნდა შემოვიფარგლოთ, - ამის შესახებ...

“ტერორი საქართველოში” – ზურაბიშვილი საბა ჯიქიას განაჩენზე

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში სინდისის პატიმროსთვის, საბა ჯიქიასთვის პატიმრობის მისჯას ეხმიანება...