ქალთა სიცოცხლის უფლების დასაცავად დღეს ზუგდიდში, 15:00 საათზე აქცია გაიმართება

0
367

22 მაისს, ზუგდიდში 15:00 საათზე სკეიტპარკის ტერიტორიაზე გაიმართება აქცია-პერფომანსი ქალთა სიცოცხლის ფუნდამენტური და ხელშეუვალი უფლების დასაცავად.
„21 მაისს, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, შვილების თვალწინ ქმარმა ცოლს სიცოცხლე მოუსპო. ჩვენ, ამ ტრაგიკული ფაქტით უკიდურესად შეძრწუნებული
ადამიანები, ქალთა მკვლელობების სასტიკი სერიების წინააღმდეგ გამოვდივართ და ვიკრიბებით საქართველოს სამ სხვადასხვა ქალაქში: თბილისში, ბათუმსა და ზუგდიდში. „- წერია განცხადებაში.
აქციის ორგანიზატორია საქართველოს შემეცნებითი ცენტრი და ფემინა. ზუგდიდში პარტნიორი ქალთა ასოციაცია „გვირილა“

#არდახუჭოთვალი
#შენისიჩუმეკლავს
#არიყოთანამონაწილე
#შეიძლებაშენიყოშემდეგი
#გამოდისიცოცხლისუფლებისთვის
#womenslivesmatter

წინა სტატიაახალგაზრდა ქალი, რომელიც დღეს თბილისში ქმარმა მოკლა, ზუგდიდელია
შემდეგი სტატია“რუსულო სამხედრო ხომალდო… ბასტა!” – უკრაინის ფოსტამ ახალი მარკა ჩაუშვა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური