მთავარისიახლეებიმიხეილ სააკაშვილს ჩაუტარდა მაგნიტო-რეზონანსული კვლევა და დადგინდა, რომ არის დარღვევები - ლალი...

მიხეილ სააკაშვილს ჩაუტარდა მაგნიტო-რეზონანსული კვლევა და დადგინდა, რომ არის დარღვევები – ლალი ჯავაშვილი

Published on

“მთავარი არხის” ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს სხვადასხვა კვლევები, მათ შორის თავის ტვინის მაგნიტო-რეზონანსული კვლევა ჩაუტარდა. კვლევებმა აჩვენა, რომ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაში ცვლილებებია.

ამასთან, ირკვევა, რომ კლინიკა “ვივამედში” არ აღმოჩნდა ისეთი ტიპის აპარატი, როგორსაც მედიკოსები ითხოვდნენ. ალტერნატიული კომისიის წევრი ექიმები ამბობენ, რომ უფრო მაღალი გარჩევადობის აპარატია საჭირო იმ დიაგნოზის დასაზუსტებლად, რაზეც აქამდეც საუბრობდნენ.

“ჩატარდა მაგნიტო-რეზონანსული კვლევა. მათივე კონსულტანტი ნევროპათოლოგის მიერ დადგინდა, რომ არის გადაცდომები, დარღვევები, თუმცა რა შინაარსისაა, რაზე მიუთითებს და რა დიაგნოზის დასმის საშუალებას იძლევა ეს ინფორმაცია, ჩვენ არ ვიცით. არცერთ შემთხვევაში სამედიცინო პერსონალს არ აქვს უფლება, მშობლებს დაუმალოს ინფორმაცია”, – ამბობს პროფესორი ლალი ჯავაშვილი.

ამასთანვე, “მთავარი არხის” ინფორმაციით, უკვე დაიწყო ჩანაცვლებითი კვებითი თერაპია, რისი მოთხოვნაც არსებობდა. ასევე, დადასტურებულია საკვების მიუღებლობით გამოწვეული ცილოვანი შიმშილის დიაგნოზი.

“არაერთგზის აქვს გაცხადებული ოჯახს, რომ აუცილებელია გაყვანა საზღვარგარეთ მკურნალობისა და რეაბილიტაციისთვის. პენიტენციური სამსახური არჩევანს არ აძლევს პაციენტს, ჩაიტაროს ალტერნატიული დიაგნოსტიკა და მკურნალობა. თვეების განმავლობაში ირღვევა ექსპერტიზის უფლება, სამართლებრივად მხოლოდ ექსპერტიზა და სასამართლო წყვეტს გადავადებული იქნება თუ არა სასჯელი ეს არის ადამიანის უფლების უპრეცენდენტო დარღვევა”, – ამბობს ცენტრ “ემპათიას” ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი.

ცნობისთვის, უკვე მე-10 დღეა ქვეყნის მესამე პრეზიდენტი კლინიკა “ვივამედში” მკურნალობს, თუმცა მისი მდგომარეობის გაუმჯობესება ვერ მოხერხდა. ალტერნატიული კომისიის ექიმები მიხეილ სააკაშვილთან შესვლასა და ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვენ.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....