მთავარისიახლეები"მაიმუნის ყვავილი" მსოფლიოს 12 ქვეყანაში დადასტურდა

“მაიმუნის ყვავილი” მსოფლიოს 12 ქვეყანაში დადასტურდა

Published on

მსოფლიოში “მაიმუნის ყვავილის” 80-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მინიმუმ 12 ქვეყანაში – ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ინფექცია დადასტურებულია ევროპის ცხრა ქვეყანაში, ასევე, აშშ-ში, კანადასა და ავსტრალიაში. WHO-ში ამბობენ, რომ კიდევ 50 საეჭვო შემთხვევის კვლევა მიმდინარეობს – მაგრამ არ დაუზუსტებიათ, რომელ ქვეყანაში.

ჯერჯერობით, ევროპის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტოებმა დაადასტურეს შემთხვევები: დიდ ბრიტანეთში, ესპანეთში, პორტუგალიაში, გერმანიაში, ბელგიაში, საფრანგეთში, ნიდერლანდებში, იტალიასა და შვედეთში.

ცნობისთვის, მაიმუნის ყვავილი ყველაზე გავრცელებულია ცენტრალური და დასავლეთ აფრიკის ქვეყნებში. არსებული ცნობებით, ვირუსი ადვილად არ ვრცელდება და ამ მხრივ რისკი ძალიან დაბალია.

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის ცნობით, ეს არის იშვიათი ვირუსული ინფექცია, რომელიც მსუბუქი ფორმით ვლინდება. მათი ცნობით, დაავადებული ადამიანების უმეტესობა რამდენიმე კვირაში გამოჯანმრთელდა.

სიახლეები

ანრი კვარაცხელიას საქმეზე განაჩენის გამოცხადება მოსამართლემ 18 ივლისისთვის გადადო

სინდისის პატიმარს, ანრი (ანზორ) კვარაცხელიას საქმეზე განაჩენი 18 ივლისს 10:30 საათზე გამოცხადდება. ადვოკატის, ლაშა ცუცქირიძის...

კიევში СБУ-ს პოლკოვნიკი მაყუჩიანი იარაღიდან 5 გასროლით მოკლეს

უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პოლკოვნიკი მოკლეს - ივან ვორონიჩს კიევის გოლოსევსკის...

მიხეილ სააკაშვილი – „ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს – სააკაშვილი

„ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს - სინანულის გამოხატვით უნდა შემოვიფარგლოთ, - ამის შესახებ...

“ტერორი საქართველოში” – ზურაბიშვილი საბა ჯიქიას განაჩენზე

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში სინდისის პატიმროსთვის, საბა ჯიქიასთვის პატიმრობის მისჯას ეხმიანება...