მთავარისიახლეებიუკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, რატი შურღაია საქართველოში ჩამოასვენეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, რატი შურღაია საქართველოში ჩამოასვენეს

Published on

უკრაინის ქალაქ იზიუმთან დაღუპული ქართველი გმირი, რატი შურღაია გამთენიისას სამშობლოში ჩამოასვენეს.

სამოქალაქო პანაშვიდი დღეს ქაშვეთის ეკლესიაში გაიმართება, ხვალ კი სახლში გადაასვენებენ.

აეროპორტში ქართველი ჯარისკაცისთვის პატივის მისაგებად ოჯახის წევრები, მეგობრები, რიგითი მოქალაქეები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები იყვნენ შეკრებილი.

“საყვედურობდნენ ბიჭები, დედაშენს რომ ტოვებ, არ გეცოდებაო? დედაჩემი ძლიერიაო და გაუძლებსო… და დამთავრდა ბოლო ასე ჩვენი. პირველად რომ დაიჭრა, ვიცი რომ საავადმყოფოში წაიყვანეს. ერთი ძლიერ დაჭრილი ვინც იყო, იმას არ დაუტოვებია, დანარჩენებმა დატოვეს საავადმყოფო, წამოვიდნენ ადრე – მესამე დღეს, როცა 3 კვირა უნდა ყოფილიყვნენ. ბიჭები სპეცოპერაციაზე მიდიანო და მე მაგათთან უნდა ვიყოო”, – თქვა რატი შურღაიას დედამ, ნინო პაპასკირმა.

ქართველ გმირს სამშაბათს, ვაზისუბნის სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

შეგახსენებთ, რატი შურღაიამ ბრძოლის დროს მძიმე დაზიანებები მიიღო და კანტუზია განუვითარდა. იგი მკურნალობის კურსის დასრულებამდე ისევ ჩაერთო საომარ მოქმედებებში, რის გამოც მდგომარეობა გაურთულდა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

უკრაინაში, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში უკვე 10-ზე მეტი ქართველი დაიღუპა.

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...