მთავარისიახლეებირაც დონბასში ხდება ჯოჯოხეთია - ზელენსკი

რაც დონბასში ხდება ჯოჯოხეთია – ზელენსკი

Published on

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინელი სამხედროები ხარკოვის რეგიონის გათავისუფლებას აგრძელებენ, თუმცა დონბასში ოკუპანტები წნეხს ზრდიან.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, დონბასში არსებული ვითარება “ჯოჯოხეთია და ეს არ არის გაზვიადება”

“სევეროდონეცკის სასტიკი და აბსოლუტურად უმიზნო დაბომბვა… 12 დაღუპული და ათობით დაჭრილი სულ რაღაც ერთ დღეში. სხვა ქალაქების დაბომბვა, რუსული არმიის საჰაერო და სარაკეტო თავდასხმები – ეს ყველაფერი მხოლოდ საომარი მოქმედებები არ არის.

რუსული დარტყმები ჩერნიგოვზე, კერძოდ, საშინელი დარტყმა დესნაზე, ბევრი დაღუპული; მუდმივი დარტყმები ოდესის ოლქზე, ცენტრალური უკრაინის ქალაქებზე, მთლიანად განადგურებული დონბასი – ამ ყველაფერს არ აქვს და არც შეიძლება ჰქონდეს არავითარი სამხედრო ახსნა რუსეთისთვის.

ეს არის მიზანმიმართული და დანაშაულებრივი მცდელობა, მოკლან რაც შეიძლება მეტი უკრაინელი, დაანგრიონ რაც შეიძლება მეტი სახლი, სოციალური ობიექტი, საწარმო.

ეს არის ის, რაც დააკვალიფიცირებს უკრაინელი ხალხის გენოციდს და რისთვის ოკუპანტები აუცილებლად დაისჯებიან”, – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

სიახლეები

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...

11 შეკვრა „კოკაინი“ და სინთეზური ნარკოტიკები – დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა.- მე-13 ხელფასი გაიცემა საზმაუს...

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...