მთავარისიახლეებიმიხეილ სააკაშვილის კვლევის შედეგები მძიმეა და "ვივა მედში" მისი მკურნალი ექიმი დაიბარეს

მიხეილ სააკაშვილის კვლევის შედეგები მძიმეა და “ვივა მედში” მისი მკურნალი ექიმი დაიბარეს

Published on

მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას “მთავარი არხი” ავრცელებს.

“მთავარ არხს” პირადმა წყარომ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. წყარო ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს “ვივა მედში” თავის ტვინის მაგნიტო რეზონანსული ტომოგრაფია გადაუღეს, შედეგები კი მძიმეა.

წყარო, ასევე, ამბობს, რომ ამის გამო კლინიკაში მისი პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე დაიბარეს. ის მიხეილ სააკაშვილის მკურნალ ექიმს გაესაუბრება. უცნობია მოახერხებს თუ არა ყიფშიძე მესამე პრეზიდენტთან შეხვედრას.

უფრო მეტი ინფორმაცია ჩატარებულ კვლევებზე და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ნიკოლოზ ყიფშიძე კლინიკას დატოვებს. ცნობისთვის, მე-9 დღეა მიხეილ სააკაშვილი “ვივა მედშია” გადაყვანილი, კლინიკას კი კვლევის შედეგები ჯერ არ გაუსაჯაროებია.

სიახლეები

„ოცნებამ“ I მოსმენით რეპრესიულ ცვლილებებს მხარი დაუჭირა

ოლიგარქის ერთპარტიულმა და თვითგამოცხადებულმა პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ახალ საკანონმდებლო ინიციატივებს, რომლებიც გამოხატვის...

პოლიტიკური კრიზისის დაძლევის გზები – ზურაბიშვილი EU-ს წევრი ქვეყნების დიპლომატებს და ოპოზიციას ხვდება

ოლიგარქის პარტიის მასობრივი რეპრესიები, ხალხზე ძალადობის სერია, დრაკონული კანონები, ციხეში გამოკეტილი ჟურნალისტები და პოლიტიკოსები...

მოვითხოვთ მზია ამაღლობელის და სხვა 52 პოლიტპატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას – რასა იუკნევიჩიენე

მოვითხოვთ მზია ამაღლობელის და სხვა 52 პოლიტპატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, - ამის შესახებ ლიეტუველი ევროპარლამენტარი,...

არალეგიტიმურ პარლამენტში ახალი ოპოზიციური გაერთიანება შეიქმნა

ივანიშვილმა არალეგიტიმურ პარლამენტში ახალი ოპოზიციური გაერთიანება შექმნა. ამიერიდან " ქართული ოცნების" ოპონენტი არალეგიტრიმურ საკანონმდებლო...