მთავარისიახლეებილუგანსკის რეგიონში დაბომბვას მინიმუმ 13 ადამიანი ემსხვერპლა - გაიდაი

ლუგანსკის რეგიონში დაბომბვას მინიმუმ 13 ადამიანი ემსხვერპლა – გაიდაი

Published on

ლუგანსკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის ინფორმაციით, ხუთშაბათს რუსული დაბომბვის შედეგად, ოლქში სულ მცირე 13 ადამიანი დაიღუპა. მისივე თქმით, განადგურდა საცხოვრებელი სახლები.

გაიდაი ამბობს, რომ თავდასხმების მიუხედავად, რუსეთმა ლუგანსკისა და დონეცკის ფრონტზე წინსვლა ვერ შეძლო.

“სევეროდონეცკზე თავდასხმა წარუმატებელი აღმოჩნდა. რუსებმა საკადრო დანაკარგები განიცადეს და უკან დაიხიეს”, – თქვა მან.

სევეროდონეცკის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეკსანდრ სტრიუკმა აღნიშნა, რომ ქალაქში ჯერ კიდევ 15 000-მდე მშვიდობიანი მოქალაქეა, რომლებიც თავშესაფრებში და სარდაფებში ცხოვრობენ.

“თითქმის ერთი კვირაა ქალაქი ელექტროენერგიის, ინტერნეტისა და კომუნიკაციების გარეშეა. ქალაქის საბინაო ფონდის დაახლოებით 70% განადგურდა”, – თქვა მან.

რუსეთი დონბასის რეგიონზე შეტევას ისევ აგრძელებს.

სიახლეები

ზუგდიდის,რაიონულმა სასამართლომ აქტივისტი როსტო ზარანდია დამნაშავედ ცნო

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ როსტო უკვე მეოთხედ ცნო "დამნაშავედ", ამჯერადაც "დანაშაული" პროკურატურის კედელზე მზია ამაღლობელის...

მედია- აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოგდების ბრძანება რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გასცა

აზერბაიჯანულ რედაქციაში შესულმა ანონიმურმა წერილმა შესაძლოა ახალ ფაზაში გადაიყვანოს გამოძიება, რომელიც ეხება 2024 წლის...

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე-სერიოზულად უნდა განვიხილოთ რუსული არხების აკრძალვა

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა ადგილობრივ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ "სერიოზულად უნდა...

პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებს სადეპუტატო მანდატები შეუჩერა

82 მომხრე - 0 წინააღმდეგი - "ოცნების" პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებისთვის სადეპუტატო მანდატების ვადაზე...