მთავარისიახლეებიე.წ. 7 ნოემბრის საქმეზე დღეს სასამართლო სხდომას დღეს მიხეილ სააკაშვილი ვერ დაესწრება

ე.წ. 7 ნოემბრის საქმეზე დღეს სასამართლო სხდომას დღეს მიხეილ სააკაშვილი ვერ დაესწრება

Published on

ე.წ. 7 ნოემბრის საქმეზე საქალაქო სასამართლოში დღეს მიხეილ სააკაშვილის მორიგი პროცესი გაიმართება. სხდომა მტკიცებულებების გამოკვლევით უნდა გაგრძელდეს, თუმცა ადვოკატების თქმით, თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მესამე პრეზიდენტი სასამართლოში ვერ მივა, პროცესი სავარაუდოდ, გადაიდება.

მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის გამო უკვე რამდენიმე პროცესს ვერ დაესწრო. უფლებადამცველების შეფასებით, საქმე პოლიტიკური დევნის კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა.

“თუ ჯანმრთელობის მდგომარეობა არ მისცემს დასწრების საშუალებას, პროცესი ვერ უნდა გაგრძელდეს მის გარეშე, თუმცა გულწრფელად რომ ვთქვა, ამ სასამართლოსგან რაიმე ტიპის არასამართლებრივი და არალოგიკური გადაწყვეტილების მიღება გასაკვირი ნამდვილად არ იქნება”, – თქვა ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ.

მესამე პრეზიდენტის კიდევ ერთი უფლებადამცველი, დიმიტრი საძაგლიშვილი დღეს კლინიკა “ვივამედში” მისი დაცვის ქვეშ მყოფის მონახულებას გეგმავს.

“დღეს მოვინახულებ მიხეილ სააკაშვილს. ჩვენ მოუთმენლად ველით საბოლოოდ დასკვნას მისი ჯანმრთელობის თაობაზე. ცალსახაა, რომ მის ჯანმრთელობას აქვს სერიოზული პრობლემები”, – თქვა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

სიახლეები

ანრი კვარაცხელიას საქმეზე განაჩენის გამოცხადება მოსამართლემ 18 ივლისისთვის გადადო

სინდისის პატიმარს, ანრი (ანზორ) კვარაცხელიას საქმეზე განაჩენი 18 ივლისს 10:30 საათზე გამოცხადდება. ადვოკატის, ლაშა ცუცქირიძის...

კიევში СБУ-ს პოლკოვნიკი მაყუჩიანი იარაღიდან 5 გასროლით მოკლეს

უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პოლკოვნიკი მოკლეს - ივან ვორონიჩს კიევის გოლოსევსკის...

მიხეილ სააკაშვილი – „ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს – სააკაშვილი

„ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს - სინანულის გამოხატვით უნდა შემოვიფარგლოთ, - ამის შესახებ...

“ტერორი საქართველოში” – ზურაბიშვილი საბა ჯიქიას განაჩენზე

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში სინდისის პატიმროსთვის, საბა ჯიქიასთვის პატიმრობის მისჯას ეხმიანება...