მთავარისიახლეები"ვივა მედთან", მიხეილ სააკაშვილის პოლონეთში გადაყვანას ითხოვენ

“ვივა მედთან”, მიხეილ სააკაშვილის პოლონეთში გადაყვანას ითხოვენ

Published on

კლინიკა “ვივა მედთან”, სამოქალაქო აქტივისტები არიან შეკრებილი – აქციის მონაწილეები ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას და მიხეილ სააკაშვილის პოლონეთში სამკურნალოდ გადაყვანას მოითხოვენ.

მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა კლინიკა ვივა მედი გამოკვლევების პასუხებს ისევ არ ასაჯაროებს.

“დედამისი იყო ერთი საათით შესული, რომ გამოვიდა ქალი იყო განადგურებული. ძალიან ცუდად არის, ძალიან, ვითხოვთ, რომ არ მოგვიკლან პრეზიდენტი და სასწრაფოდ გადაიყვანონ სხვა ქვეყანაში” – ამბობს სამოქალაქო აქტივისტის, ბესიკ თამლიანის დედა.

კლინიკის ინფორმაციით, მესამე პრეზიდენტი ამ დრომდე თერაპიულ განყოფილებაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა, კვლევები უტარდება, უკვე ჩატარებული სამედიცინო მანიპულაციების შედეგები კი კლინიკის თქმით, მათ სახალხო დამცველის აპარატს გადასცეს.

სიახლეები

ომბუდსმენმა ბაჩო ახალაიას ცოლის განცხადების შესწავლა დაიწყო

სახალხო დამცველის აპარატმა თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას ცოლის, ანი ნადარეიშვილის განცხადების შესწავლა დაიწყო. სახალხო...

Bloomberg – პარიზის შეხვედრაზე უკრაინაში აშშ-ის ჯარების შესაძლო განლაგებაზე იმსჯელებენ

ევროპელი ლიდერები და ამერიკელი ოფიციალური პირები მიზნად ისახავენ უსაფრთხოების გარანტიებზე შეთანხმების დასრულებას, რაც მოიცავს...

ზუგდიდში სუპერმარკეტის დაყაჩაღება სცადეს

ზუგდიდში კაცმა სუპერმარკეტის დაყაჩაღება სცადა, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და ადგილიდან მიიმალა |...

მოკლული გიგა ავალიანის ოჯახი დღეს პროკურატურასთან აქციას აანონსებს

ულტიმატუმის ვადა ამოიწურა - მოკლული გიგა ავალიანის ოჯახს ოპასუხი არ მიუღია. მოკლული მასწავლებლის დედა...