მთავარისიახლეებიმსოფლიორა უნდა ვიცოდეთ ომის 85-ე დილით: ამბები უკრაინიდან

რა უნდა ვიცოდეთ ომის 85-ე დილით: ამბები უკრაინიდან

Published on

აღმოსავლეთის ფრონტზე უკრაინელებმა მტრის შეტევები მოიგერიეს ოთხ მიმართულებაზე, მხარეთა პოზიციებში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ არის.

უკრაინაში საომარი მდგომარეობა კიდევ 90 დღით გაგრძელდა. “უკრაინელმა მეომრებმა უნდა გაუძლონ, მაქსიმუმ, მაისის ბოლომდე, მერე კი რუსეთს შემტევი ძალა აღარ ეყოლება”, – ამბობს არესტოვიჩი.
კურსკის გუბერნატორმა დილით განაცხადა, რომ უკრაინის არტილერიის მიერ ერთერთი სოფლის დაბომბვის დროს ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა.
 “აზოვსტალიდან” გაყვანილი მეომრების ნაწილი ტაგანროგში გადაიყვანეს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლის თქმით, აქ 89 მებრძოლია მიყვანილი და ისინი წინასწარი პატიმრობის საკანში სხედან.
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი ამბობს, რომ “აზოვსტალის” გმირების გადარჩენის ოპერაცია მიმდინარეობს და გრძელდება მოლაპარაკებები გაცვლის პროცესთან დაკავშირებით. მისივე თქმით, წინასწარ რაიმე დეტალის გამჟღავნებამ, შესაძლოა, მებრძოლთა სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნას.
ჩვენმა მეომრებმა უნდა გაუძლონ, სადღაც, მაისის ბოლომდე, ამის შემდეგ კი რუს ოკუპანტებს შესატევი აღარაფერი დარჩებათ, – აცხადებს ოლექს არესტოვიჩი ფეიგანის შოუს ეთერში.
ცნობილი უკრაინელი ექსპერტი ოლეგ ჟდანოვი კი მიიჩნევს, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების შენაერთები მორალურად გატეხილი და უმოტივაციოა.

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...