მთავარისიახლეები"ოცნების" შეგნებული ქმედებაა, რომ EU-ს კანდიდატის სტატუსის მიღებას ხელი შეუშალონ - კუბილიუსი

“ოცნების” შეგნებული ქმედებაა, რომ EU-ს კანდიდატის სტატუსის მიღებას ხელი შეუშალონ – კუბილიუსი

Published on

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავებაზე ამბობს, რომ ეს საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას ხელს შეუშლის. “მთავართან” საუბრისას მან აღნიშნა, რომ ასეთ ნაბიჯს “ქართული ოცნება” შესაძლოა შეგნებულად დგამდეს.

“მე სხვას ვერაფერს დავარქმევ საქართველოს მმართველი პარტიის ქცევას გარდა შეგნებული ქმედებისა, რომ საქართველოს მიერ კანდიდატი სტატუსის მიღებას ხელი შეუშალონ. მე არ ვიცი რატომ უნდა აკეთებდეს ამას მთავრობა, რომელიც ამბობს რომ ძალიან პროევროპულია. გამოდის, რომ მათ არ ესმით ევროკავშირის პრინციპები და ღირებულებები რა არის და თვლიან, რომ ამ ორგანიზაციაში ქვეყანას მაინც მიიღებენ, თუნდაც კანონის უზენაესობის პრინციპები ირღვეოდეს, რაც არასწორი მოსაზრებაა, ან უბრალოდ შეგნებულად აკეთებენ ამას, რომ საქართველოს ევროკავშირში შესვლის პერსპექტივა მოუკლან. ასეა თუ ისე აშკარაა, რომ საქართველოს მთავრობა ვერ ან არ ასრულებს ქართველი ხალხის ნებას”, – თქვა კუბილიუსმა.

მოგვიანებით კუბილიუსმა ტვიტერზე დაწერა, რომ სასამართლოს მიერ გვარამიას მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი საქართველოში კანონის უზენაესობის გაუარესების გაგრძელებაა.

სიახლეები

მასზე ადამიანურად გული მწყდება – კალაძე ღარიბაშვილზე

ივანიშვილის მერი, კახა კალაძე ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. კალაძე ამბობს, რომ...

რუსეთის შეტევა ერთდროულად რამდენიმე მიმართულებაზე ჩავარდა — ISW

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 4–5 სექტემბერს ფრონტის რამდენიმე მონაკვეთზე შეტევითი ოპერაციები განაგრძეს, თუმცა ტერიტორიული წინსვლა...

პარტია “გირჩი” სახელს იცვლის – ახალი სახელი “თავისუფალი ხალხის პარტია” იქნება

პარტია გირჩი სახელს იცვლის - მათი განცხადებით, თავისუფალი ხალხის პარტია ერქმევათ. "ჩვენ ყოველთვის თავისუფალი ხალხის...

კობახიძე ღარიბაშვილზე- დავიდა შავბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე

ერთადერთი კომენტარი, რაც ამ წერილებთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ეს არის სასაცილო...