მთავარისიახლეებიგვესმის, რაოდენ რთულია საქართველოსთვის რუსეთის წინააღმდეგ მოქმედება, მაგრამ გთხოვთ სანქციების აღსრულებას -...

გვესმის, რაოდენ რთულია საქართველოსთვის რუსეთის წინააღმდეგ მოქმედება, მაგრამ გთხოვთ სანქციების აღსრულებას – ბორელი

Published on

პატივს ვცემთ გაერო-ში კენჭისყრისას საქართველოს მხარდაჭერას, გვესმის, რაოდენ რთულია თქვენთვის რუსეთის წინააღმდეგ მოქმედება, მაგრამ ასევე გთხოვთ სანქციების აღსრულებას – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში საქართველოზე საუბრისას განაცხადა.

მან პრემიერ ღარიბაშვილთან შეხვედრის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ საკვანძო საკითხები რუსეთის მიმართ სანქციები და საქართველოში მართლმსაჯულების რეფორმა იყო. ბორელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი ყველა კანდიდატი ქვეყნისგან ითხოვს დამოუკიდებელ მართლმსაჯულებას.

“ადვილად შეგიძლიათ წარმოიდგინოთ რაზე ვისაუბრეთ, სანქციების აღსრულება, რომ სანქციების ეკონომიკური ზეგავლენის თავიდან არიდება არ მოხდეს, ვისაუბრეთ ახლახან გაკეთებული წვერობის განაცხადის პერსპექტივაზეც, ეს არის შესაძლებლობების ფანჯარა და მოითხოვს რეფორმების გაზრდილ ტემპს, განსაკუთრებით, მართლმსაჯულების სფეროში. ევროკავშირი პოლიტიკური სისტემაა, რომელიც კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული, რომელიც დემოკიდებულია დამოუკიდებელ მართლმსაჯულებზე სრული ანგარიშვალდებულებით, რომელსაც მოქალაქეების სრული ნდობა აქვთ და ამას ვითხოვთ ნებისმიერი კანდიდატისგან.

დიახ, ვგულისხმობ სანქციებს რუსეთის მიმართ, უკრაინის ომიდან გამომდინარე. ჩვენ ძალიან პატივს ვცემთ გაერო-ში კენჭისყრის დროს მხარდაჭერას, გვესმის, რაოდენ რთულია ეს თქვენთვის – რუსეთის საწინააღმდეგოდ მოქმედება, მაგრამ ასევე გთხოვთ სანქციების აღსრულებას, რომ სანქციების ეფექტურობა არ დაიკარგოს”, – თქვა ბორელმა.

ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილსა და ჯოზეფ ბორელს შორის ბრიუსელში შეხვედრა გუშინ, 18 მაისს გაიმართა. საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, შეხვედრაზე ღარიბაშვილმა ისაუბრა ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს განაცხადის წარდგენის მნიშვნელობაზე, კითხვარის შევსების პროცესზე და სამომავლოდ განსახორციელებელ ღონისძიებებზე.

სიახლეები

აქციაზე დაკავებული მუსიკოსი, დავით ხომერიკი პატიმრობაში დატოვეს

აქციაზე დაკავებული მუსიკოსი, დავით ხომერიკი პატიმრობაში დატოვეს - გადაწყვეტილება მოსამართლე ნატო ხუჯაძემ მიიღო. 25 წლის...

ადვოკატის ინფორმაციით, რეჟიმის პატიმარმა ნიკოლოზ ჯავახიშვილმა, მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად, შიმშილობა დაიწყო

ადვოკატის, გუჯა ავსაჯანიშვილის ინფორმაციით, რეჟიმის პატიმარმა ნიკოლოზ ჯავახიშვილმა, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად, შიმშილობა დაიწყო. "ჟურნალისტ...

ჟურნალისტები მზია ამაღლობელს შემშილობის შეწყვეტას სთხოვენ და სოლიდარობის მორიგ აქციას მართავენ

პარლამენტის უკანა შესასვლელთან "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მიმართ სოლიდარობის მორიგი აქცია მიმდინარეობს. აქციას...

“მე ვთამაშობდი უკანონოდ დაპატიმრებული ახალგაზრდის დედას და როგორ შემიძლია სხვას ვაჩვენო ეს ტრაგედია, თუ არ ვიქნები ასეთი ადამიანების გვერდში” -ანა ტყებუჩავა

თბილისის საქალაქო სასამართლოში მსახიობ ანა ტყებუჩავას ადმინისტრაციული საქმის განხილვა გადაიდო. პროცესი 10 თებერვალს გაიმართება. მსახიობს...