მთავარისიახლეებიდერეკ შოლეს კრიტიკული მედიების ერთობლივი წერილი გადაეცა

დერეკ შოლეს კრიტიკული მედიების ერთობლივი წერილი გადაეცა

Published on

“მთავარი არხის” და დამოუკიდებელი მედიის საგანგებო გზავნილი ამერიკის შეერთებულ შტატებს – 4 ტელევიზიის ერთობლივი წერილი სახელმწიფო მდივნის მრჩეველს გადაეცა. დერეკ შოლეს წერილი ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა გადასცეს, რომლებიც მას სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” ხვდებიან.

შეხვედრის პარალელურად, სასტუმროსთან კრიტიკული მედიების წარმომადგენლები აქცია-პერფორმანსს მართავენ. ჟურნალისტებს ადგილზე მიტანილი აქვთ ბანერები, სადაც წერია, რომ საქართველოში დამოუკიდებელი მედია, განსხვავებული აზრი და სიტყვის თავისუფლება საფრთხეშია.

ამასთან, იმის საჩვენებლად, როგორ ცდილობს ხელისუფლება თავისუფალი სიტყვის ჩახშობას, ჟურნალისტებმა სიმბოლურად პირი აიკრეს.

მედიის წარმომადგენლები ცდილობენ, ენტონი ბლინკენის მრჩეველს გააგებინონ, რომ ქვეყანაში კრიტიკული მედიის ხელმძღვანელებს იჭერენ პოლიტიკური მოტივებით.

სიახლეები

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...

11 შეკვრა „კოკაინი“ და სინთეზური ნარკოტიკები – დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა.- მე-13 ხელფასი გაიცემა საზმაუს...

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...