სამომხმარებლო ბაზარზე ხორცი “QR” კოდით განთავსდება

0
231

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სამომხმარებლო ბაზარზე ხორცი “QR” კოდით განთავსდება.

სააგენტოს ცნობით, მოქმედი კანონმდებლობით, ხორცის ეტიკეტირება სავალდებულოა, თუმცა, ამასთან ერთად, ეტიკეტზე დატანილი იქნება “QR” კოდი, რაც მომხმარებელს ან დაინტერესებულ პირს მისცემს საშუალებას, მობილური აპლიკაციის მეშვეობით მიიღოს დამატებითი ინფორმაცია ცხოველის შესახებ (ადგილწარმოშობა, ვიზუალური მონაცემები, დაკვლის თარიღი, სასაკლაო და ა.შ.) რომლისგანაც მიღებულია ხორცი.

ამასთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტო ქვეყნის მასშტაბით არსებულ სასაკლაოებს შესაბამისი ტექნიკურ აღჭურვილობას გადასცემს. ბიზნესოპერატორების ცნობიერების ამაღლებისა და პროგრამის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, სასაკლაოების პერსონალს სწავლებები უკვე ჩაუტარდა.

წინა სტატიარუსმა ოკუპანტებმა უკვე 229 ბავშვი მოკლეს – უკრაინის პროკურატურა
შემდეგი სტატია“აზოვსტალიდან” ევაკურიებული მებრძოლების ნაწილი ოლენივკაში, საპატიმროში მიიყვანეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური