რუსმა ოკუპანტებმა უკვე 229 ბავშვი მოკლეს – უკრაინის პროკურატურა

0
249

რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად უკრაინაში უკვე 229 ბავშვია დაღუპული, 424-ზე მეტი კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონეცკის ოლქში – 141, კიევის ოლქში – 116, ხარკოვის ოლქში – 100, ჩერნიგოვის ოლქში – 68, ხერსონის ოლქში – 48, ლუგანსკის ოლქში – 47, მიკოლაევის ოლქში – 44, , ზაპოროჟიეს ოლქში – 28, სუმის ოლქში – 17, დედაქალაქში – 16, ჟიტომირის ოლქში – 15.

რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის ქალაქებისა და სოფლების მასიური დაბომბვის შედეგად დაზიანდა 1 772 სასწავლო დაწესებულება, საიდანაც 161 მთლიანად განადგურებულია.

მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.

წინა სტატიაწნორში ლიბერთი ბანკის ახალი ფილიალი გაიხსნა [Video]
შემდეგი სტატიასამომხმარებლო ბაზარზე ხორცი “QR” კოდით განთავსდება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური