მედიამენეჯერები ნიკა გვარამიას შეწყალებაზე პრეზიდენტთან შეხვედრას ითხოვენ

0
194

“ტვ პირველის” დირექტორმა, ვატო წერეთელმა აშშ-ის ელჩთან გამართული შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საჯაროდ მიმართა და თქვა, რომ თუ სურვილი აქვს, შეხვდება მას კოლეგებთან ერთად და გაუზიარებს იმ წუხილებს, რაც კრიტიკულ მედიას აქვს.

“გამოვიყენებ პირდაპირ ეთერს და საჯაროდ მივმართავ, თუ ექნება მას სურვილი, ნამდვილად შევხვდები პირადად მე, ჩემ კოლეგებთან ერთად და ჩვენ წუხილებს მას ავუხსნი”, – თქვა წერეთელმა.

შეხვედრის მიზანი “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალებაა. კრიტიკული არხების მედიამენეჯერები ამბობენ, რომ ყველა ბერკეტს გამოიყენებენ იმისთვის, რომ “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი გათავისუფლდეს.

“ძალიან კარგი შეხვედრა იყო, მე პირადად მადლობას მოვუხდი ქალბატონ ელჩს დღევანდელი შეხვედრისთვის, ჩვენ გავცვალეთ აზრები, უფრო სწორად ჩვენი სათქმელი ვუთხარით მას. ახლა მნიშვნელოვანია, რომ ნიკა გვარამია, რაც შეიძლება მალე დაუბრუნეს თავის ოჯახს და თავის საქმიანობას. არ შეიძლება ქვეყანაში ერთი პრეზიდენტი კვდებოდეს ციხეში, ტელევიზიის დირექტორი ციხეში იჯდეს, ჩემი ოჯახი გზად იყოს ციხისკენ, ფორმულად დამფუძნებელი გზად იყოს ციხისკენ, ეს არის ყოვლად დაუშვებელი”, – თქვა ვატო წერეთელმა.

მისი თქმით, ნიკა გვარამიას გათავისუფლება სჭირდება საქართველოს მომავალს, რომ არ გაწყდეს ის ძაფი, რაც საქართველოსა და ამერიკას აკავშირებს.

წინა სტატიაირაკლი ღარიბაშვილისა და იენს სტოლტენბერგის შეხვედრა გაუქმდა
შემდეგი სტატიამმართველი პარტია საკრებულოს მაჟორიტარის უფლებამოსილების ცნობის წესს საკუთარ ინტერესებს არგებს – TI
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური