მთავარისიახლეები"აზოვსტალიდან" ევაკურიებული მებრძოლების ნაწილი ოლენივკაში, საპატიმროში მიიყვანეს

“აზოვსტალიდან” ევაკურიებული მებრძოლების ნაწილი ოლენივკაში, საპატიმროში მიიყვანეს

Published on

გავრცელებული ინფორმაციით, სულ მცირე 7 ავტობუსი, სადაც მარიუპოლის “აზოვსტალის” ქარხნიდან ევაკუირებული ჯარისკაცები იმყოფებოდნენ, რუსეთის მიერ კონტროლირებად ქალაქ ოლენივკაში, ყოფილ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მივიდა.

ეს მას შემდეგ მოხდა, რაც 50-მდე მძიმედ დაშავებული სამხედრო გუშინ ღამით რუსეთის მიერ კონტროლირებად საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო 200-ზე მეტი ჯარისკაცი ოლენივკაში, დონეცკის მახლობლად.

მარიუპოლი მარტის დასაწყისიდან ალყაშია მოქცეული, მას ძირითადად კრემლი აკონტროლებს. აზოვსტალის ფოლადის ქარხანა რჩება ქალაქის ნაწილად, რომელზეც რუსეთმა ჯერ კონტროლი ვერ დაამყარა.

მარიუპოლის სრული კონტროლი რუსეთს მისცემს სახმელეთო ხიდს ყირიმთან და აზოვის ზღვაზე სრულ კონტროლს, რაც შეწყვეტს უკრაინის საზღვაო ვაჭრობას.

უკრაინა ამბობს, რომ აზოვსტალიდან ევაკუირებულ სამხედროებს რუს ტყვეებში გაცვლის, თუმცა კრემლი ამას ოფიციალურად არ ადასტურებს და არაა ნათელი თუ რა გარანტიები გასცა მან ევაკუირებულთან დაკავშირებით წითელ ჯვართან ან გაეროსთან. უკრაინამ განაცხადა, რომ სხვა გზა არ აქვს, გარდა არსებულისა – სიცოცხლის გადარჩენა.

სიახლეები

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დეესკალაცია აუცილებელია რეგიონის სტაბილურობისთვის

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენი ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამწვავების ფონზე სასწრაფო დეესკალაციისკენ მოუწოდა,...

კატარი: სამაგიეროს გადავუხდით ირანს

კატარი ინარჩუნებს ირანისთვის სამაგიეროს გადახდის უფლებას, კატარელ ხალხზე მისი ღია თავდასხმის შემდეგ,- ამის შესახებ...

მოსკოვი თეირანთან მუდმივ კონტაქტზეა-პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ირანის ხელმძღვანელობასთან მუდმივ კავშირზე იმყოფება. მისი...

მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი – ნინო წილოსანი სამძიმრის წერილზე

ყველა ქვეყნის კანონმდებლობაში მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი - ასე შეაფასა "ქართული ოცნების"...