მთავარისიახლეებისაკონსტიტუციო სასამართლო, პარლამენტის წინააღმდეგ თოლორაიასა და ომბუდსმენის სარჩელის განხილვას იწყებს

საკონსტიტუციო სასამართლო, პარლამენტის წინააღმდეგ თოლორაიასა და ომბუდსმენის სარჩელის განხილვას იწყებს

Published on

საკონსტიტუციო სასამართლო 18-20 მაისს პარლამენტის წინააღმდეგ ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაიასა და სახალხო დამცველის საკონსტიტუციო სარჩელების არსებით განხილვას იწყებს.

კონსტიტუციური სარჩელებით სადავოდ გამხდარი ნორმები ადგენს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობის გაუქმების წესსა და მის თანამდევ შედეგებს. ამასთანავე, სადავოდ არის გამხდარი სხვადასხვა საკანონმდებლო აქტებში შესატანი ცვლილებები, რომელთა მიზანია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებითა და სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურების შექმნით გამოწვეული საკანონმდებლო ცვლილებების ასახვა.

“მოსარჩელეები სადავოდ ხდიან როგორც უშუალოდ თანამდებობის გაუქმების და უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს, ასევე ინსტიტუციის მომწესრიგებელ სხვა საკანონმდებლო დანაწესებს. მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებით გათვალისწინებულ უფლებას”, – წერია განცხადებაში.

სასამართლოს პირველი კოლეგიის გადაწყვეტილებით, არსებითი განხილვის პირველი სხდომა დისტანციურად ჩატარდება.

ცნობისთვის, ლონდა თოლორაიას სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლომ 28 იანვარს დაარეგისტრირა. მოსარჩელე ითხოვს ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით მიღებული კანონის შესაბამისი ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას. თოლორაიაც და NGO-ებიც ითხოვდნენ სასამართლოს სარჩელი დაჩქარებული წესით განეხილა 1-ლ მარტამდე, სანამ ინსპექტორის სამსახური გაუქმდებოდა, თუმცა ეს ასე არ მოხდა.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...