მთავარისიახლეებიყველამ ვიცით, რომ ევროინტეგრაცია დამოკიდებულია ქვეყანაში კანონის უზენაესობაზე

ყველამ ვიცით, რომ ევროინტეგრაცია დამოკიდებულია ქვეყანაში კანონის უზენაესობაზე

Published on

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავებას, შვედეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ერიკ ილესი ეხმაურება და ამბობს, რომ ქვეყანა, რომელიც ევროკავშირის განაცხადზე პასუხის ელოდება, ნებისმიერ ქმედებას, ევროინტეგრაციის პრინციპების დაცვით უნდა ასრულებდეს.

“კონკრეტულად ამ საქმეზე ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ, მაგრამ ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ევროინტეგრაცია დამოკიდებულია ქვეყანაში კანონის უზენაესობის არსებობასა და ადამიანის უფლებების დაცვაზე. ჩვენ, რა თქმა უნდა, დავაკვირდებით იყო თუ არა ყველაფერი ამ საკვანძო პრინციპების დაცვით შესრულებული, მთლიანობაში მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ერთიანი იყოს. პოლიტიკა განსხვავებული იდეების ჭიდილია და მთავარია, რომ თამაშის წესები ზედმიწევნით იყოს დაცული”, – ამბობს ერიკ ილესი

შეგახსენებთ, რომ 16 მაისს, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ “მთავარი არხის” გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

სიახლეები

უიტკოფი- უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროპის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან

აშშ-ს სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის განცხადებით, ვლადიმირ პუტინი დათანხმდა, რომ უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების მომდევნო...

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...

11 შეკვრა „კოკაინი“ და სინთეზური ნარკოტიკები – დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა.- მე-13 ხელფასი გაიცემა საზმაუს...