მთავარისიახლეებიპუტინმა იცის საით მიჰყავს ქვეყანა

პუტინმა იცის საით მიჰყავს ქვეყანა

Published on

კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, დარწმუნებულები არიან, რომ “ყველაფერი კარგად იქნება”. მისი მტკიცებით, პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა “იცის საით მიჰყავს ქვეყანა”.

მისივე თქმით, არსებობს პოლიტიკური კონსენსუსი და “უკიდურესად მაღალი დონის” მხარდაჭერა პრეზიდენტის მიმართ.

“დარწმუნებულნი ვართ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და დარწმუნებული ვართ, რომ გავიმარჯვებთ, მივაღწევთ ყველა მიზანს.

მთელი ქვეყანა მხარს უჭერს მას [პუტინს]. დარწმუნებული ვარ, თქვენ მხარს უჭერთ მას, ახალგაზრდობა მხარს უჭერს მას, ჩვენი ქვეყნის ყველა თაობა მხარს უჭერს”, – თქვა პესკოვმა.

პესკოვმა მარათონის ფარგლებში გამართულ ლექციაზე, ასევე, აღნიშნა, რომ რუსეთში მოსახლეობა უკეთესად იცხოვრებს და უსაფრთხოება პრიორიტეტი იქნება.

ცნობისთვის, რუსეთს ამ დრომდე არ აქვს მნიშვნელოვანი წარმატება უკრაინის აღმოსავლეთში, სადაც ომის ე.წ. მეორე ფაზას აწარმოებს. მისი დანაკარგები ყოველდღიურად იზრდება.

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...