პრეზიდენტს შეწყალების კომპეტენცია იმისთვის აქვს, რომ ასეთი უსამართლო პრეცედენტები არ იყოს

0
196

საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებს, რომ “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია შეიწყალოს.

ლომჯარიას თქმით, ის მზად არის შეხვდეს ზურაბიშვილს და საქმეზე ომბუდსმენის შეფასება გაუზიაროს. როგორც მან აღნიშნა, ნიკა გვარამიას პატიმრობა ისეთ საქმეზე აქვს მისჯილი, რაც არც საქართველოს და არც საერთაშორისო კანონმდებლობით დანაშაული არ არის.

“პირველ რიგში, ჩვენ ვაპირებთ, რომ ვნახოთ განაჩენი შევისწავლოთ და აუცილებლად გვექნება ჩვენი სრულყოფილი შეფასება სასამართლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. გუშინვე გავაკეთე მიმართავ, პრეზიდენტის მიმართ, რომ მზად ვარ შევხვდე და ჩვენი სამართლებრივი შეფასებები და მოსაზრებები გავუზიარო.

ადამიანი არის მსჯავრში მიცემული იმის გამო, რაც ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობით, საერთაშორისო პრაქტიკით, არ წარმოადგენს დანაშაულს, ამის მტკიცებულებები გვაქვს, გვაქვს კომპეტენტური სამართლებრივი მოსაზრება და რა თქმა უნდა, ეს არის პრეზიდენტის კომპეტენცია, რომ თუკი პირის მიმართ დადგა განაჩენი, რაც არ წარმოადგენს დანაშაულს, პრეზიდენტს შეწყალების კომპეტენცია იმისთვის აქვს, რომ ასეთი უსამართლო პრეცედენტები ქვეყანაში არ იყოს”,-თქვა ნინო ლომჯარიამ.

ცნობისთვის, 16 მაისს, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ “მთავარი არხის” გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ნიკა გვარამია სასამართლო დარბაზშივე დააკავეს. “რუსთავი 2-ის” საქმეზე ბრალდებული ზურაბ იაშვილი მოსამართლემ გაამართლა, კახა დამენიას კი 50 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის.

წინა სტატიახანძარი რუსეთში – ნოვოსიბირსკის ოლქში ქარხანა იწვის
შემდეგი სტატიაპუტინმა იცის საით მიჰყავს ქვეყანა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური